მოამზადეთ დაბეგვილი ხორცი სწორად! ამ რეცეპტით ყოველთვის მისი გაკეთება მოგინდებათ

842

ბევრისთვის, ვინც საკუთარ რაციონში ხორციან კერძებს მიესალმება, დაბეგვილი ხორცი ყველაზე საყვარელი კერძია. ცილების დიდი შემცველობის წყალობით და იმით, რომ დასაბეგვი ხორცი ჩვეულებრივ საკმაოდ ბოჭკოვანია, კერძის მიღებისთანავე დანაყრებას იგრძნობთ. შემდეგ საკმაოდ დიდხანს ჭამა არ მოგინდებათ.

რა უნდა ითქვას გემოზე! სწორად მომზადებული დაბეგვილი ხორცი ძალიან გემრიელი და არომატულია.

აი, დაბეგგვილი ხორცის სწორად მომზადების სქემა! მარტივი რეკომენდაციები გაითვალისწინეთ და მიიღებთ ხორციან კერძს, რომელიც ნეტარებით აავსებს ყველას, ვინც მას გასინჯავს.

როგორ მოვამზადოთ დაბეგვილი ხორცი

  1. 1-1,5 სმ სისქის ხორცის ნაჭერი მოჭერით. თუ ძვალი აქვს, მოაშორეთ.
  2. ხორცი დაბეგვეთ. სჯობს საკვებ პარკში ჩადოთ, რომ მომავალი დაბეგვილი ხორცი არ გახიოთ. ხორცმა წონა რომ არ დაკარგოს, დაბეგვის წინ ცივი წყალი აპკურეთ.
  3. თუ ხორცის ნაჭერსქონის ნაწიბური არის, მასზე ჩანაჭერი გააკეთეთ, რომ მოგვიანების შეწვის დროს არ დაიჭიმოს. შეგიძლიათ ჩვეულებრივ შეწვათ წიწაკა მოყრილი ან ლეზონში (ფქვილის, ათქვეფილი კვერცხის და მარილის ნარევი). ასევე შეგიძლიათ შეწვათ კლიარში (თანაბარი პროპორციით არეული კვერცხის, რძის, ფქვილის ნარევი მარილთან ერთად). თუ დაბეგვილი ხორცის კლიარის გარეშე მომზადება გადაწყვიტეთ, ხორცის ნაჭერს ბოლოს აუცილებლად მსხვილი მარილი მოაყარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კერძი მშრალი გამოვა.
  4. კარგად გახურებულ ტაფაზე შეწვით. სჯობს ხარისხიანი ღორის ქონი გამოიყენოთ (იმწამსვე არ დადოთ, არამედ ტაფის გახურებას დაელოდეთ). თუ ქონი არ გაქვთ, მის ნაცვლად კარაქის და ზეთის (2:1) ნარევი გამოიყენეთ. მხოლოდ კარაქი შეიძლება ძლიერ დაიწვას, ხოლო მცენარეული ზეთი შემწვარ ღორის ხორცს ცუდად ერწყმის.
  5. დაბეგვილი ხორცი ლეზონში: ხორცი ფქვილში ამოავლეთ, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში და ტაფაზე დადეთ. ფრთხილად გაასწორეთ, რომ ხორცი სწორად შეიწვას, ორივე მხრიდან 1-2 წუთით შეწვით. შემდეგ 180-200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 7-10 წუთით მომზადებამდე აცხვეთ.
  6. როცა ხორცზე ქაფი წარმოიქმნება, ეს აშკარა ნიშანია, რომ მომზადება დასრულდა! კერძი ღუმელიდან გამოიღეთ, კარაქი ბზინვარებისთვის წაუსვით და გარნირთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ.

დიდებული კერძი გამოვიდა! ამ რეცეპტით დაბეგვილი ხორცის მომზადება სცადეთ, შედეგი ნამდვილად გაგახარებთ. გარნირთან და სოუსთან ექსპერიმენტები სცადეთ – ასეთ კერძთან კომბინაციაში რას გამოიყენებთ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამთ თავად ხორცის გემოს.

შთაგონებით მოამზადეთ და გახსოვდეთ, რომ სწორი რეცეპტი – წარმატების ნახევარი გზაა! დაბეგვილი ხორცის რეცეპტი მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ, შესაძლოა, ეს სწორედ ის რეცეპტია, რომელსაც დიდხანს ეძებდნენ.