“მთვრალი” ღორის ნეკნები, გამომცხვარი ქლიავთან ერთად: საოცარი ვახშამი!

702

დღეს საოცარი ვახშმის მომზადებას გასწავლით!

ურბილესი ხორცი ტკბილ-ცხარე სოუსთან ერთდ, რომელიც ძვალს უმარტივესად სცილდება.

ინგრედიენტები

  • 700გ ღორის ნეკნები
  • 0,5კგ ქლიავი
  • 100მლ წითელი მშრალი ღვინო
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ხახვი
  • 1კგ კარტოფილი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.ღვინოში მოათავსეთ ნეკნები, დაუმატეთ ნიორი, წიწაკა და ნახევარი ქლიავი. დატოვეთ მთელი ღამე მაცივარში.

2.გაასუფთავეთ კარტოფილი, დაჭერით ხახვი. ნეკნები და დამარინადებუი ქლიავი მოათავსეთ გამოსაცხობი ფორმის ცენტრში, მოაყარეთ ხახვი, გვერდებზე დაალაგეთ კარტოფილი.

3.ფორმას დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 1 საათი. შემდეგ მოხსენით ფოლგა, დაუმატეთ დარჩენილი ქლიავი (დაჭრილი) და გამოაცხვეთ კიდევ 10 წუთი.

ქლიავი ძალიან უხდება ხორცს.

აუცილებლად გასინჯეთ!

გემრიელად მიირთვით!