მარტივი ნოყიერი სალათები საახალწლოდ

924

საახალწლო სამზადისი ყოვეთვის დიდ დროს გვართმევს. უმეტესობას ურჩევნია აღნიშნოს რესტორანში და არ აკეთოს სახლში კერძები. მე ძალიან მიყვარს ოჯახურ გარემოში ამ დღესასწაულის აღნიშვნა, ამიტომაც ვშლი დიდ სუფრას და ყველა ერთად ვიკრიბებით.

მირჩევნია მარტივი და გემრიელი კერძების მომზადება, რომელიც ყველას განსაკუთრებულად უყვარს.

დღეს მინდა ჩემი საყვარელი სალათების რეცეპტები შემოგთავაზოთ. უმარტივესად შეძლებთ მის მომზადებას და სტუმრების გაოცებაც არ გაგიჭირდებათ.

სალათი”წითელ ქუდა”

ინგრედიენტები

  • 300გ ქათმის ფილე
  • 3 კვერცხი
  • 300გ ქამა სოკო
  • 2 პომიდორი
  • 1ხახვი
  • 2-3 მდნარი ყველი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1 სუფრი სკოვზი ძმარი
  • 150-200გ მაიონეზ
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მოზმადება

  1. დაჭერით სოკო, შეწვით მშრალ ტაფაზე, რათა აორთქლდეს სითხე. ჩაასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მოთუშეთ და გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე.
  2. დაჭერით ხახვი კუბიკებად, დაუმატეთ შაქარი, ძმარი, 0,5 ჩაის კოვზი მარილი და მოასხით ცოტა ცხელი წყალი. როცა სითხე გაგრილდება გადაასხით მარინადი.
  3. მოხარშეთ ქათმის ხორცი და კვერცხი. დაჭერით კუბიკებად პომიდორთან ერთდ. არ გამოიყენოთ პომიდვრის წვენი.
  4. ააწყეთ სალათი ფენებად: ქათამი, მაიონეზი, ხახვი, სოკო, კვერცხი, მაიონეზი. ზემოდან მოახეხეთ ყველი, მოასხით სოუსი და მოაყარეთ პომისორი. შეინახეთ მაცივარში 1 საათი.

სალათი “კორელი”

ინგრედიენტები

  • 400გ საქონლის ხორცი
  • 300გ სტაფილო კორეულაად
  • 400გ ჭარხალი
  • 1 ტკბილ-მჟავე ვაშლი
  • 400გ კარტოფილი
  • 250გ მაიონეზი
  • მწვანილი
  • მარილი

მომზადება

  1. მოხარშეთ ბოსტნეული. ცალკე მარილიან წყალში მოხარშეთ ხორცი. შეგიძლიათ დაუმატოთ სანელებლები გემოვნებით.
  2. გაასუფთავეთ ბოსტნეული და ვაშლი, ცალ-ცალკე გახეხეთ თითოეული. დაჭერით ხორცი გრძლად.
  3. სალათი ააწყეთ ფენებად: ხორცი, მაიონეზი, ვაშლი, კარტოფილი, მაიონეზი, ჭარხალი, მაიონეზი, სტაფილო, მაიონეზი. მოაყარეთ მარილი გემოვნებით.
  4. მოაყარეთ მწვანილი და შეინახეთ მაცივარში.

სალათი “ყველაზე ნოყიერი”

ინგრედიენტები

  • 170გ ყველი
  • 300გ ქათმის ფილე
  • 120გ დაკონსერვებული სიმინდი
  • 3 კვერცხი
  • 120გ მაიონეზი

მოზმადება

  1. მოხარშეთ ფილე მარილიან წყალში სანელებლებთან ერთად. გაგრილების თანავე დაწეწეთ.
  2. დაჭერით კვერცი და ყველი კუბიკებად.
  3. შეაერთეთ ინგრედიენტები და მოასხით მაიონეზი.

სალათი ” საიდუმლო სტუმრებისთვის”

ინგრედიენტები

  • 500გ ქათმის გული
  • 3 ხახვი
  • 500გ ქათმის ღვიძლი
  • 0,5 ლიმონი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 150გ მაიონეზი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

  1. სხვადასხვა ჯამებში მოხარშეთ ღვიძლი და გული. აადუღეთ და მოხარშეთ 2-3 წუთი, გადაასხით წყალი.
  2. მოასხით სუფთა წყალი, მოაყარეთ მარილი, გულს დაუმატეთ დაფნა და მოხარშეთ 1 საათი დაბალ ცეცხლზე.
  3. დაჭერით ხახვი, დაამარინადეთ მარილის, წიწაკის, ლიმონის წვენის და წყლის მარინადში.
  4. გულს დაუმატეთ ღვიძლი, გაწურული ხახვი და მოასხით მაიონეზი. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ სოკო.

გემრიელად მიირთვით!