ეს მარტივი ნამცხვარი საუკეთესოა ფინჯან ჩაისთან და ყავასთან ერთად. განსაკუთრებული შემთხვევებისთვის დაშაქრული ბანანით გააფორმეთ.
ინგრედიენტები:
ბისკვიტი
- 225 გ ფქვილი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 1/2 ჩ.კ. სოდა
- 1/2 ჭიქა
- 120 გ უმარილო კარაქი (დარბილებული)
- 3/4 ჭიქა (150 გ) შაქარი
- 2 კვერცხი
- 1 ½ ჭიქა, დაახლოებით 3 დიდი მწიფე ბანანი (ჩანგლით დაჭყლეტილი)
ლიმონის მინანქარი
- 2 ჭიქა შაქრის პუდრი
- 2-3 ს/კ ახალგამოწურული ლიმონის წვენი
- დაფქული დარიჩინი (მოსაყრელად)
- დაშაქრული ბანანის ნაჭრები (გასაფორმებლად)
ულუფა: 8
მომზადება: 30 წუთი + 1 საათი გასაცივებლად
ცხობა: 45-50 წუთი
მომზადების წესი:
- ბისკვიტი. ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ. საცხობი ქვაბის ძირი (20 სმ) და გვერდები კარაქით მსუბუქად გაპოხეთ. ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
- ფქვილი, გამაფხვიერებელი და სოდა გაცერით.
- კარაქი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე და ერთგვაროვანი, კრემისებური მასის მიღებამდე. სათითაოდ დაამატეთ კვერცხები და კარგად ათქვიფეთ.
- თანდათან დაამატეთ ფქვილის ნარევი და კარგად აზილეთ.
- მიღებული მასა წინასწარ გამზადებულ ფორმაში კოვზით გადაიტანეთ.
- აცხვეთ 40-50 წუთის განმავლობაში.
- 10 წუთით ფორმაში გააგრილეთ, შემდეგ ცხაურზე ამოაბრუნეთ და ბოლომდე გააცივეთ.
- ლიმონის მინანქარი. შაქრის პუდრი და ლიმონის წვენი პატარა ჯამში მოათავსეთ და დააბლენდერეთ, ნაზი მინანქარი გააკეთეთ.
- მოასხით ნამცხვრის ზედაპირზე და დარიჩინი მოაყარეთ. სურვილისამებრ, დაშაქრული ბანანით გააფორმეთ. სასურველია, 1 საათით გაყინოთ.
- დაჭერით და მიირთვით.