გამომცხვარი ბოსტნეული: სწრაფი და ძალიან სასარგებლო

1314

ერთი შეხედვით ბოსტნეულზე მარტივი მოსამზადებელი არაფერია. გარეცხავთ, დაჭრით, მოაყრით სანელებლებს, მოასხამთ ზეთს – და მოათავსებთ ღუმელში. გამოდის საოცარი გარნირი ხორცისთვის.

1.ბადრიჯნის “ნავები”

ინგრედიენტები

  • 4 ბადრიჯანი
  • 2 პომიდორი
  • 2 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ტკბილი წიწაკა
  • მწვანილი, მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი
  • მშრალი სანელებლები
  • არაჟანი დეკორისთვის

მომზადება

  1. ბადრიჯანი გაჭერით შუაზე, ამოჭერით შუაგული, რათა დაემსგავსოს ნავს. მოაყარეთ მარილი და დაელოდეთ 15 წუთი, შემდეგ გარეცხეთ ცივი წყლის ქვეშ.
  2. სტაფილო, ხახვი და ნიორი გაასუფთავეთ. სტაფილო გახეხეთ, ხოლო ხახვი და ნიორი დაჭერით. პომიდორი და მწვანილი დაჭერით. წიწაკას მოაშორეთ თესლი და დაჭერით. ზეთში შეწვით ხახვი და სტაფილო, დაუმატეთ პომიდორი, წიწაკა, ნიორი, სანელებლები, მარილი და მოთუშეთ 10 წუთი.

დამუშავებულ გამოსაცხობ ფორმაზე მოათავსეთ ბადრიჯნის ნავები. ამოავსეთ ბოსტნეული შიგთავსით. გამოაცხვეთ 15 წუთი 200 გრადუსზე, მზა კერძს მოაყარეთ მწვანილი.

2.ფარშირებული წიწაკა

 ინგრედიენტები

  • 100გ კუსკუსი
  • 4 ტკბილი წიწაკა
  • 1 ყაბაყი
  • 1 ბადრიჯანი
  • 1 ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1/2 ჩაის კოვზი ორეგანო
  • მარილი
  • წიწაკა
  • ლიმონის წვენი
  • 100გ გახეხილი ყველი

მომზადება

  1. მოხარშეთ კუსკუსი. ბადრიჯანი, ყაბაყი, პომიდორი ქერქის გარეშე, ხახვი და ნიორი დაჭერით. ბადრიჯანი, ხახვი, ნიორი და ყაბაყი მოათავსეთ ტაფაზე, მოთუშეთ 5 წუთი. დაუმატეთ ორეგანო და პომიდორი. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, კუსკუსი და მოასხით ლიმონის წვენი, კარგად მოურიეთ. ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე.
  2. წიწაკა ამოავსეთ შიგთავსით და მოათავსეთ ზეთით დამუშავებულ ფორმაზე. მოაყარეთ ყველი და გამოაცხვეთ 20 წუთი.

3.გამომცხვარი ბოსტნეული

ინგრედიენტები

  • 400გ გოგრის გული
  • 2 წითელი წიწაკა
  • 200გ ბრიუსელის კომბოსტო
  • 1 ხახვი
  • 8 პომიდორი ჩერრი
  • 7 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი მშრალი თეთრი ღვინო
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • მარილი, შავი დაფქული წიწაკა

მომზადება

  1. დაჭერით გოგრა. წიწაკა გარეცხეთ, მოაშორეთ თესლი და დაჭერით გრძლად. კომბოსტო გარეცხეთ, გააშრეთ და გაყავით თითოეული ნაჭერი შუაზე. პომიდორი გარეცხეთ და გააშრეთ.
  2. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე, წაუსვით 1 სუფრის კოვზი ზეთი, მოათავსეთ ბოსტნეული და მოასხით კიდევ 3 სუფრის კოვზი ზეთი. დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 20 წუთი.
  3. დარჩენილ მცენარეული ზეთს დაუმატეთ თაფლი და ღვინო, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. ბოსტნეული მოათავსეთ სასალათეში, მოასხით სოუსი და მოურიეთ. მოაყარეთ მწვანილი.

4.ყაბაყი ლორით და ყველით

ინგრედიენტები

  • 4 ყაბაყი
  • 200გ ქამა სოკო
  • 200გ ხახვი
  • 150გ ნიახურის ძირები
  • 2 სტაფილო
  • 200გ ლორი
  • 6 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 150გ ყველი მოცარელა
  • 8 ღერი ოხრახუში
  • მარილი და შავი დაფქული წიწაკა

მომზადება

  1. ყაბაყი გარეცხეთ, გაჭერით შუაზე და მოაშორეთ თესლი.
  2. მოამზადეთ შიგთავსი. გაასუფთავეთ სოკო და გაამშრალეთ. ნიახური და სტაფილო დაჭერით პატარა კუბიკებად. ასევე დაჭერით ლორი და სოკო.
  3. ტაფაზე გააცხელეთ 3 სუფრის კოვზი ზეთი, მოათავსეთ სოკო და ბოსტნეული, მოთუშეთ 7 წუთი. დაუმატეთ ლორი. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და დაელოდეთ 5 წუთი.
  4. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. ყაბაყი ამოავსეთ შიგთავსით, მოათავსეთ ფორმაში. ზემოდან მოათავსეთ ყველის ნაჭრები. გამოაცხვეთ 30 წუთი. გააფორმეთ მწვანილით.

5.ყაბაყი კრაბის ხორცით და ბოსტნეულით

ინგრედიენტები

  • 4 ყაბაყი
  • მწვანე ხახვი
  • 25გ კარაქი
  • 200გ კრაბის ხორცი
  • 30გ მანანის ბურღული
  • 2 კვერცხი
  • დაჭრილი კამა
  • 150გ პომიდორი
  • 4 სუფრის კოვზი ბოსტნეულის ბულიონი

მომზადება

  1. გარეცხეთ ყაბაყი, სიგრძეზე მოაჭერით გვერდები, მოჭრილი ნაჭილები დაჭერით კუბიკებად. ამოუღეთ გულის ნაწილი. მიღებული ნავები 4 წუთი მოთავსეთ ცხელ წყალი, ხოლო შემდეგ კი ცივ წყალში. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
  2. პომიდორი გარეცხეთ და დაჭერით კუბიკებად. ხახვი გაასუფთავეთ, წვრილად დაჭერით, ჩაუშვით ცხელ ზეთში და გააგრილეთ. კრაბის ხორცს დაუმატეთ მანანის ბურღულს. დაუმატეთ კვერცხი, ხახვი, კამა და ნახევარი პომიდორი. კარგად მოურიეთ.
  3. ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე. დარჩენილი პომიდორი და დაჭრილი ყაბაყი მოათავსეთ ფორმაში, ჩაასხით ბულიონი. ნავები ამოავსეთ შიგთავსით და მოათავსეთ ფორმაში. დააფარეთ თავზე და გამოაცხვეთ 20 წუთი. მოხადეთ თავზე და გამოაცხვეთ 10 წუთი.

 6.ბროკოლი პომიდვრით და ყველით

ინგრედიენტები

  • 800გ ბროკოლი
  • 0,5კგ პომიდორი
  • 2 ხახვი
  • 200გ გახეხილი ყველი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • ორეგანო გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადება

  1. გარცხეთ ბროკოლი, დაშალეთ, მოხარშეთ მარილიან წყალში 5 წუთი. გადაიტანეთ თუშფალანგზე. გარეცხეთ პომიდორი. მოასხით ცხელი წყალი 30 წამი. მოაშორეთ ქერქი და დაჭერით. გაასუფთავსეთ ხახვი, მოთუშეთ ზეთში.
  2. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, მოატავსეთ ბროკოლი, ზემოდან პომიდორი ხახვთან ერთად. მოაყარეთ მარილი და წიწაკა, გამოაცხვეთ 35-40 წუთი 180-200 გრადუსზე.

7.ბადრიჯნის ტორტი

ინგრედიენტები

  • 2 ბადრიჯანი
  • 200გ მაიონეზი
  • 2 სტაფილო
  • 3 კბილი ნიორი
  • 6 პომიდორი
  • 2 ხახვი
  • 200გ სოკო
  • 2 სუფრის კოვზი ფქვილი
  • მწვანილი
  • მარილი, წიწაკა და მცენარეული ზეთი

მომზადება

  1. ბადრიჯანი დაჭერით მრგვლად, ამოავლეთ ფქვილში და შეწვით 1 სუფრის კოვზ ზეთში. დაჭერით პომიდორი მრგვლად, – სოკო კი გრძლად.
  2. ხახვი და ნიორი გაასუფთავეთ და დაჭერით, სტაფილო გახეხეთ, მწვანილი დაჭერით. ხახვი და ნიორი შეწვით ზეთში, დაუმატეთ სტადილო და სოკო, შეწვით 10 წუთი.
  3. ფორმაში ფენებად მოათავსეთ ბადრიჯანი, პომიდორი და სოკოს შიგთავსი, თითოეულ ფენას წაუსვით მაიონეზი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი.

8.გამომცხვარი ბადრიჯანი

ინგრედიენტები

4 ულუფისთვის

  • 2 ბადრიჯანი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 5-7 პომიდორი ჩერრი
  • 250გ სულუგუნი
  • მწვანილი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

  1. გარეცხეთ ბადრიჯანი, გაჭერით შუაზე, ამოაჭერით გული. გული დაჭერით წვრილ კუბიკებად, მოაყარეთ მარილი და დაელოდეთ 20 წუთი.
  2. შიგთავსისთვის დაჭერით ნიორი. გაასუფთავეთ ხახვი და წვრილად დააქუცმაცეთ, სტაფილო გაასუფთავეთ და გახეხეთ.
  3. გააცხელეთ ზეთი, მოთუშეთ ხახვი და ნიორი. მოაყარეთ სტაფილო და კარგად მოთუშეთ. ბადრიჯნის გული მოათავსეთ თუშფალანგზე, გარეცხეთ, გაწურეთ და დაუმატეთ ბოსტნეულს. შეწვით ყველაფერი ერთად 5 წუთი.
  4. პომიდორი დაჭერით წვრილად. დაუმატეთ ტაფაზე არსებულ ბოსტნეულს, მოურიეთ და დაელოდეთ 3 წუთი.
  5. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე, ნავები ამოავსეთ შიგთავსით და გამოაცხვეთ 10 წუთი.
  6. დაჭერით ყველი. მოათავსეთ ნავებზე და გამოაცხვეთ დამატებით 10 წუთი. მოაყარეთ მწვანილი.