ლობიოს შეჭამანდი – ჩემი უსაყვარლესი კერძი

2453

ლობიო ძალიან პოპულარული პროდუქტია, ქართულ ხალხურ ფოლკლორში მასზე ბევრი ლექსი, ანდაზა და თქმულება არსებობს. “ჩემო გამზედლო ლობიავ” – ასე იწყება ერთ-ერთი ხალხური ლექსი, რაც ამ მცენარის მიმართ დამოკიდებულობას ასახავს. გასტრონომია ლობიოს უგემრიელეს შეჭამანდის რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები:

  • ლობიო – 100 გ
  • ლორი -50 გ
  • ნიორი – 2 კბილი
  • ხახვი – 1 თავი
  • ქინძი – 30 გ
  • მწვანე წიწაკა – 10 გ
  • რეჰანი – 30 გ
  • ქონდარი – 30 გ
  • დაფნა – 1 ფოთოლი

მომზადების წესი:

  1. სქელძირიან ქვაბში ჩაყარეთ ლორის ქონიანი ნაჭრები და დაბრაწეთ, სანამ ქონი არ გადნება. შემდეგ ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, ქინძის ღეროები (ქინძის ფოთლები შეინახეთ) და დაბალ ცეცხლზე მოშუშეთ.
  2. მოშუშული ნარევი ჩაუმატეთ მოხარშულ ლობიოს და ჩასრისეთ, ისე რომ ლობიოს მარცვლების ნაწილი მთლიანი დარჩეს.
  3. ბოლოს დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე წიწაკა, დაჭრილი მწვანე წიწაკა, დაკეპილი რეჰანი, ქონდარი და დაფნის ფოთოლი. კარგად ამოურიეთ და დაუმატეთ იმდენი მდუღარე წყალი, რომ წვნიანი კერძი მიიღოთ. ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში.
  4. მიირთვით ცხლად.

თუ მოგეწონათ ეს რეცეპტი, გაუზიარეთ მეგობრებს.