ლამაზი ვაშლის ღვეზელი, რომელიც შარლოტაზე გემრიელია

1479

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ძალიან გემრიელი და ლამაზი ვაშლის ღვეზელის რეცეპტს, რომლის მომზადებას ნებისმიერი დიასახლისი შეძლებს.

ინგრედიენტები:

  • 230 მლ თბილი წყალი
  • 2 კვერცხი
  • 70 გრ შაქარი
  • 11 გრ მშრალი საფუარი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 600 გრ ფქვილი
  • 3-4 ვაშლი
  • 100 გრ შაქარი

მოსართავის ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ არაჟანი
  • 1 ჩ/კ შაქარი

მომზადების წესი:

1. წყალი, შაქარი, მარილი, კვერცხი, მცენარეული ზეთი და საფუარი სათქვეფით აურიეთ.

2. ფქვილი გაცერით და ულუფებად მასას დაუმატეთ. კარგად აურიეთ, პარკი დააფარეთ და თბილ ადგილას 30 წუთით გააჩერეთ.

3. ვაშლი გათალეთ, თხელ ნაჭრებად დაჭერით.

4. სამუშაო ზედაპირს მცენარეული ზეთი წაუსვით და ცომი თხელ, 3-5 მმ ფირფიტად გააბრტყელეთ.

5. ვაშლის ნაჭრები დააწყვეთ და შაქარი მოაყარეთ ან ჯერ შაქარი მოაყარეთ და შემდეგ ვაშლის ნაჭრები დააწყვეთ.

6. რულეტი დაახვიეთ და ნაჭრებად დაჭერით.

7. კექსის საცხობ ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით და ნაკერით ზემოთ ჩააწყვეთ.

8. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ.

9. მზა ღვეზელს თეფში დაადეთ, გადააბრუნეთ და ფორმიდან ამოიღეთ.

10. მოსართავად არაჟანი და შაქარი აურიეთ და საკონდიტრო ტომრით ღვეზელი გააფორმეთ.

11. ვაშლის შიგთავსს შეგიძლიათ დარიჩინი, დაქუცმაცებული ნიგოზი ან ქიშმიში თქვენი გემოვნებით დაუმატოთ.

გემრიელად მიირთვით!