ლავაშის კონვერტები კომბოსტოს გულსართით

578

ლავაშის უამრავი ხემსები არსებობს. საუფრისთვის ხშირად ვამზადებ ბოსტნეულის ან ხორცის გულსართით. კომბოსტოს კონვერტების მომზადებ მეტად მარტივი და სწრაფი საქმეა, ვიდრე ხორცის. საუზმეზეც ძალიან მსიამოვნებს ეს კერძი, რადგან მსუბუქი და ნაზია.

ინგრედიენტები

  • ლავაში 2 ცალი
  • კომბოსტო 300გ
  • ხახვი 60გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • მარილი 0,25 ჩაის კოვზი
  • წიწაკების მიქსი
  • შაქარი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • კვერცხის ცილა

მომზადება

1.პირველ რიგში მოამზადეთ გულსართი. დააქუცმაცეთ კომბოსტო, მოაყარეთ მარილი და გადაურიეთ ხელით. ტაფაზე გააცხელეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი. მოთუშეთ.

2.დაახლოებით 10 წუთის შემდეგ დაუმატეთ დაქუცმაცებული ხახვი და მოამზადეთ ბოსტნეული ტაფაზე კიდევ 10 წუთი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

3.მოხარშეთ კვერცხი და დაჭერით კუბიკებად. გადაურიეთ მოთუშულ კომბოსტოს კვერცხი. დაჭერით ლავაში.

4.თითოეულ ფირფიტაზე მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი გულსართი. ლავაში სამკუთხედურად შეახვიეთ.

5.სამკუტხედის ბოლოები შეაწებეთ კვერცხის ცილით. შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!