რეცეპტების ჩამონათვალი პიტნით

1798

პიტნის დამამშვიდებელი და სასიამოვნო არომატი, მენთოლზე დაფუძნებული ეთერზეთების მაღალი შემცველობის გამო, არავის ტოვებს გულგრილს.

ეს ბალახი ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით და ფართოდ გამოიყენება კულინარიაში.

ზოგიერთ კერძში პიტნა არა საკმაზი, არამედ მთავარი ინგრედიენტია. ყველაზე ცნობილი მაგალითი პიტნის ჩაი გახლავთ. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე რეცეპტს პიტნით, რომლებიც აუცილებლად მოგეწონებათ.

პიტნის მურაბა

ინგრედიენტები

  • 400 გრ პიტნა ღეროებთან ერთად
  • 400 გრ შაქარი
  • 200 მლ წყალი
  • 2 ც ლიმონი
  • 2 ჩ.კ. აგარ-აგარი ან მურაბის მასქელებელი
  • 1 აბი სპირულინი

მომზადების წესი

  1. გარეცხეთ პიტნა გამდინარ წყალში და დაალაგეთ ხელსახოცზე, რომ გაშრეს.
  2. გამშრალი პიტნა დანით დაჭერით და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ლიმონი, შაქარი და წყალი. კარგად მოურიეთ და მომდევნო დილამდე შეინახეთ ნაზავი მაცივარში.
  3. კარგად გაწურეთ პიტნის ნაზავი 4 ფენა მარლაში და პიტნის ნარჩენებისგან წვენი კარგად გამოწურეთ.
  4. გადაასხით სიროფი ქვაბში და ცეცხლზე დაადგით. სიროფმა უნდა იდუღოს 10 წუთის განმავლობაში.
  5. დაუმატეთ სიროფს მურაბის გამასქელებელი ან აგარ-აგარი და ადუღეთ, სანამ იგი მთლიანად არ გაიხსნება. გადმოდგით ცეცხლიდან და ჩააგდეთ მასში 1 აბი სპირულინი.
  6. ჩაასხით მურაბა სტერილურ ქილებში და მოხუფეთ.

ყაბაყის სალათი ხორცთან

ინგრედიენტები

  • 4 ც ყაბაყი
  • 100 მლ იოგურტი დანამატების გარეშე
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ. ბალზამისებური ძმარი
  • 1 კონა კამა
  • 1 კონა პიტნა
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 ს.კ. პროვანსალური მწვანი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

  1. გარეცხეთ ყაბაყი და გაუთლელი ბოსტნეული დაჭერით კუბებად.
  2. მოაყარეთ სანელებლები, დაასხით ზეთი და ძმარი და მოურიეთ.
  3. საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ზემოდან მოათავსეთ ყაბაყი.
  4. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთით.
  5. გააცივეთ ყაბაყი და სალათის ჯამში გადაიტანეთ.
  6. იოგურტს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კამა და პიტნა, დაჭყლეტილი ნიორი და კარგად აურიეთ ინგრედიენტები.
  7. შეურიეთ სოუსი ყაბაყს.

სალათი კიტრით, პომიდვრითა და პიტნით

ინგრედიენტები

  • 2 ც პომიდორი
  • 3 ღერო მწვანე ხახვი
  • 1 ც კიტრი
  • 15 ფოთოლი პიტნა
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

  1. დაჭერით კიტრი და პომიდორი სასურველი ზომის ნაჭრებად.
  2. წვრილად დაჭერით პიტნა და მწვანე ხახვის ღეროები და შეურიეთ ბოსტნეულს.
  3. შეურიეთ ერთმანეთს ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, მარილი და შავი პილპილი.
  4. თხევადი ნაზავი მოასხით სალათს.

პიტნის ორცხობილა “მოჰიტო”

ინგრედიენტები

  • 150 გრ კარაქი
  • 100 გრ შაქრის პუდრი
  • 270 გრ ფქვილი
  • 30 გრ სიმინდის სახამებელი
  • 2 ს.კ. რუმი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კონიაკით)
  • 1 ც ლაიმი
  • 1 კონა ცოცხალი პიტნა და 1 ჩ.კ. გამხმარი (ზემოდან მოსაყრელად)

მომზადების წესი

  1. ათქვიფეთ დარბილებული კარაქი და შაქრის პუდრი მიქსერით.
  2. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი პიტნა, წვენი და ლაიმის ცედრა.
  3. მიქსერით შეურიეთ ერთმანეთს კარაქიანი ნაზავი, გაცრილი ფქვილი და სახამებელი.
  4. მიღებული ცომი ჯერ ბურთივით დაამრგვალეთ, შემდეგ კი ძეხვის ფორმა მიეცით.
  5. შეახვიეთ საკვებ ქაღალდში და შეინახეთ მაცივარში 30 წუთით. ამის შემდეგ დაჭერით “ძეხვი” წრეებად.
  6. გაატარეთ შაქრის პუდრი გამხმარ პიტნასთან ერთად ყავის საფქვევში და მასში ამოავლეთ წრეები.
  7. საცხობ ლანგარზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და დაალაგეთ მასზე წრეები.
  8. გამოაცხვეთ ორცხობილები 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში.

პიტნის სასმელი დასასუსტებლად

ინგრედიენტები

  • 2 ც მწვანე ვაშლი
  • 2 ც კიტრი
  • 2 ღერო ნიახური
  • 1 ც ლიმონი
  • 1 ც ფორთოხალი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 კონა კამა
  • 1 კონა ცოცხალი პიტნა

მომზადების წესი

  1. დაჭერით ვაშლი, ნიახური და კიტრი ნაჭრებად.
  2. ლიმონი და ფორთოხალი დაჭერით რგოლებად, ხოლო რგოლები-4 ნაწილად გაჭერით.
  3. წვრილად დაჭერით ოხრახუში და კამა. პიტნა დააქუცმაცეთ ხელით.
  4. ყველა ეს ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ თასში, დაასხით წყალი და შეინახეთ მაცივარში 24 საათით.

პიტნის სოუსი ხორცისთვის

ინგრედიენტები

  • 50 გრ კარაქი
  • 50 მლ ნაღები
  • 10 ც პიტნის ფოთოლი
  • 1 ც კიტრის მწნილი
  • 1/2 ლიმონის წვენი და ცედრა

მომზადების წესი

  1. გაადნეთ კარაქი.
  2. თასში ჩაასხით გამდნარი კარაქი, დაუმატეთ ნაღები, ცედრა და ნახევარი ლიმონის წვენი.
  3. მოადუღეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ წვრილად დაჭრილ კიტრსა და პიტნას.