კრაბის ჩხირებისა და პომიდვრის სალათი 5 წუთში

1094

იმისათვის, რომ მოამზადოთ ეს უმარტივესი სალათი კრაბის ჩხირებითა და პომიდვრით, არ არის აუცილებელი, იყოთ გამოცდილი მზარეული. მის მოსამზადებლად მხოლოდ 3 ინგრედიენტი გჭირდებათ.

მართალია, პროდუქტების კომბინაცია უჩვეულო და არასტანდარტულია, მაგრამ სალათი უგემრიელესი გამოდის. იგი ნათელი, ახალი, არომატული კერძია, სწორედ ისეთი, ზაფხულს რომ შეეფერება.

ინგრედიენტები

  • 40 გრ კრაბის ჩხირები (გაცივებული)
  • 3 ც კარგად მოხარშული კვერცხი
  • 400 გრ ახალი პომიდორი (უმჯობესია წითელი და ყვითელი ფერის)
  • სახლში მომზადებული არაჟანი ან მაიონეზი (საკმაზისთვის)
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი 

  1. ქათმის კვერცხი მოათავსეთ წყალში, მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი და მოხარშეთ დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაასხით ცივი წყალი და გააცივეთ.
  2. კრაბის ჩხირები (უმჯობესია გამოიყენოთ გაცივებული და არა გაყინული), სიგრძეზე გაჭერით შუაში, შემდეგ კი დიდ ნაწილებად დაჭერით. ჩაყარეთ ღრმა თასში. კარგად მოხარშული კვერცხი გაფცქვენით, დაჭერით მსხვილ ნაწილებად და ჩაყარეთ თასში.
  3. ორი ცალი დიდი ზომის პომიდორი (წითელი და ყვითელი, სილამაზისთვის) გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით ჯერ ნაჭრებად, შემდეგ თითოეული ნაჭერი დაყავით 2-3 ნაწილად და დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტს.
  4. მოაყარეთ სალათს მარილი გემოვნებით და საკმაზი აარჩიეთ სურვილისამებრ: მაიონეზთან ერთად იგი უფრო გემრიელი იქნება, ხოლო არაჟანთან ერთად-გაცილებით სასარგებლო. სახლში მომზადებული არაჟანიც კარგი ვარიანტია, თუ მას დაუმატებთ მდოგვს, მწიკვით ლიმონის წვენს და დანაყულ ნიორს.
  5. დაუმატეთ სალათს თქვენ მიერ შერჩეული საკმაზი, კარგად მოურიეთ და შემდეგ დააგემოვნეთ.

სალათი პომიდვრითა და კრაბის ჩხირებით არაჩვეულებრივი იდეაა მარტივი, მაგრამ ნოყიერი სადილისთვის. მას შეგიძლიათ გარნირად გვერდზე დაულაგოთ კარგად გამომცხვარი, შესუნელებული კარტოფილი, ასე კერძი უფრო ნოყიერი გამოვა.

გემრიელად მიირთვით!