პური ასეთი გემრიელი ჯერ არ ყოფილა. მაღაზიაში მისი შეძენის სურვილი სამუდამოდ გამიქრა

3785

მხოლოდ სახლში, საკუთარი ხელით მომზადებული პური შეიძლება იყოს ასეთი გემრიელი და არომატული! რა თქმა უნდა, სუპერმარკეტებში პურის ნაწარმის ყოველთვის მრავალფეროვანი არჩევანია, თუმცა მათ ერთი და ყველაზე მთავარი კომპონენტი – სიყვარული აკლია.

პურის რეცეპტი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, ძალიან მარტივია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამზარეულოსთან და ღუმელთან ვერ მეგობრობთ, მარტივად შეძლებთ ამ უბრალო ინსტრუქციისთვის თავის გართმევას. ჩვენი რეცეპტით მომზადებული პურისთვის დამახასიათებელია ძალიან რბილი გული, ხრაშუნა კანი, საოცარი არომატი და არნახული გემო! ცადეთ და თავად დარწმუნდებით…

უგემრიელესი პური საკუთარი ხელით

ინგრედიენტები:

  • 250 გრამი ფქვილი
  • 6 გრამი მშრალი საფუარი
  • 4 გრამი მარილი
  • 30 გრამი კარაქი ან მარგანინი
  • 100 მლ რძე
  • 50 მლ წყალი

მომზადება: 

1. მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთში ყველა მშრალი ინგრედიენტი. ბოლოს დაამატეთ კარაქი ან მარგანინი, რძე და წყალი.

2. ამოიყვანეთ ცომი და გადაიტანეთ ის ახალ ჭურჭელში, რომელსაც კედლებზე მცირეოდენი მცენარეული ზეთი აქვს შეზელელი. გადააკარით მას სტრეჩი (საკვების პლიონკა) და დააყოვნეთ თბილ ადგილას 30 წუთით.

3. 30 წუთის შემდეგ კარგად დაამუშავეთ ცომი ხელით, კვლავ გადააკარით სტრეჩი და დააყოვნეთ თბილ ადგილას კიდევ 1 საათით.

4. მომდევნო პროცედურებისთვის განკუთვნილ სამუშაო ადგილს მოაყარეთ მცირეოდენი ფქვილი. გადმოიღეთ ცომი და კარგად გააბრტყელეთ ის (გაბრტყელებული ცომის სისქე უნდა შეადგენდეს 0,5 სანტიმეტრს).

5. ახლა დროა, შევუდგეთ გაბრტყელებული ცომის რულეტად დახვევას. ცომი არ უნდა დაახვიოთ ზედმეტად მჭიდროთ, თუმცა არც ძაან მსუბუქად, რათა გამომცხვარ პურს შიგნით ცარიელი ადგილები არ დარჩეს.

6. როდესაც მთლიან ცომს რულეტად დაახვევთ, მჭიდროთ შეუკარით მას თავი და ბოლო. მოიმარჯვეთ საცხობი ფორმა, ჩააფინეთ მასში პერგამენტის ქაღალდი და მოათავსეთ ზედ ჩვენი ცომი. გადააფარეთ საცხობ ფორმას თბილი ქსოვილი და დააყოვნეთ მასში ცომი კიდევ 30 წუთით.

7. გამოსაცხობად გამზადებულ პურს გაუკეთეთ რამდენიმე ჭრილი დანით. კულინარიული ფუნჯის გამოყენებით წაუსვით მას ზემოდან 1 კვერცხის გულისა და მცირეოდენი რძის ნარევი, რათა ქერქი კარგად დაიბრაწოს და ხრაშუნა იყოს.

8. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე და შედგით მასში პური გამოსაცხობად 30 წუთით.

9. უგემრიელესი, მადისაღმძვრელი პური მზად არის!

უკვე არაერთი წელია ამ რეცეპტით პურს თავად ვამზადებ. მისი გემო და არომატი იმდენად შთამბეჭდავია, რომ მაღაზიაში პურის შეძენის სურვილი სამუდამოდ დაგეკარგებათ. აუცილებლად ჩინიშნეთ რეცეპტი და გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!