კრაბის სალათი ნიახურით: ყველაფერი 10 წუთში მზადაა

1631

ქალებსა და მამაკაცებს შორის მუდმივი დავაა: ვიკვებოთ გემრიელად თუ სასარგებლოდ? ძლიერ სქესს სურს სიმშვიდისა და დანაყრების შეგრძნება, ქალბატონები კი ფიგურას უფრთხილდებიან და საგულდაგულოდ არჩევენ საკვებს, განსაკუთრებით ვახშმისთვის.

ამ დავაში ოქროს შუალედის მოსაძებნად, ჩვენ მოვამზადეთ კრაბის სალათის რეცეპტი ნიახურით, რომელიც შესანიშნავად კლავს შიმშილის გრძნობას და ამავდროულად ინარჩუნებს სიმსუბუქეს. თანაც, ის სულ რაღაც 10 წუთში მზადდება!

ინგრედიენტები

  • 3 ნიახურის ღერო
  • 200 გრ კრაბის ჩხირები
  • 2 კვერცხი
  • 1 ც ვაშლი
  • მაიონეზი, მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ კვერცხი, გააცივეთ და დაჭერით კუბებად.
  2. გარეცხეთ ვაშლი და ნიახური, დაჭერით თხელ ფენებად.
  3. დაჭერით წვრილად კრაბის ჩხირები და შეურიეთ დანარჩენ ინგრედიენტებს სასალათეში.

მზა სალათი უმალვე გაიტანეთ სუფრაზე. სურვვილისამებრ, შეგიძლიათ ამ სალათით შეავსოთ ტარტალეტკები, ან წაუსვათ ტოსტებზე. ასევე, შეგიძლიათ მაიონეზი ჩაანაცვლოთ არაჟნით და დაუმატოთ მწვანილი. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!