კომბოსტოს მწნილისგან მომზადებული საოცარი კერძები – ვიტამინების ბუმი!

613

დამწნილებული კომბოსტო ჩვენს ორგანიზმს ამდიდრებს ვიტამინებით, აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას და წესით სწორ კვებად ითვლება. კომბოსტოს მწნილის გარეშე – სუფრას არ აქვს შესაბამისი ეშხი.

მწნილი კომბოსტოს კერძები

სამარხვო ში კომბოსტოთი

ინგრედიენტები

  • 4 კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 300გ მწნილი კომბოსტო
  • მარილი, წიწაკა და დაფნის ფოთოლი
  • 3ლ წყალი

მომზადება

  1. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ დაჭრილი კარტოფილი.
  2. მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი, შემდეგ დაუმატეთ კომბოსტო.
  3. წვრილად დაჭერით ხახვი, გახეხეთ სტაფილო. მოთუშეთ ხახვი 10 წუთი ზეთში.
  4. დაუმატეთ მოთუშული მასა,დაფნის ფოთოლი, მარილი და წიწაკა სუპს. მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

ჩეხური სუპი მწნილი კომბოსტოთი

ინგრედიენტები

  • 300გ ღორის ხორცი
  • 600გ ქათმის ხორცი
  • შებოლილი ძეხვი
  • 50გ ლორი
  • 500გ მწნილი კომბოსტო
  • 2 კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 2 კბლი ნიორი
  • 1 ჩაის კოვზი პაპრიკა
  • ძირა, შაქარი და მარილი

მომზადება

  1. დაჭერით ხორცი და ძეხვი.
  2. გააცხელეთ ლორი ზეთზე ქვაბში. დაუმატეთ ქათმის და ღორის ხორცი, შეწვით მაღალ ცეცხლზე. ბოლოს დაუმატეთ ძეხვი.
  3. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოთუშეთ 2 წუთი.
  4. ხორცს მოაყარეთ პაპრიკა, მოურიეთ და მოასხით ცხელი წყალი, რათა სრულად გაიშალოს.
  5. დააფარეთ თავსაფარი და დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ 1,5 საათი.
  6. დაჭერით კარტოფილი, ხორცი გადმოიტანეთ ქვაბიდან, ბულიონში ჩაალაგეთ კარტოფილი. მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი.
  7. დაუმატეთ კომბოსტო, ნიორი, ძირა,შაქარი და მარილი. მოხარშეთ კარტოფილის მომზადებამდე.
  8. დააბრუნეთ ხორცი ქვაბში და აადუღეთ.

გემრიელად მიირთვით!

ბიგოსი პოლონურად

ბიგოსი ან ბიგუსი – ტრადიციული პოლონური, ლიტვური და გერმენული კერძია.

ბიგოსი დამწნილებული კომბოსტოსოთი და ღორის ხორცით მზადდება.დანამატები შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეურჩიოთ.

ინგრედიენტები

  • 500გ ღორის ხორცი
  • 200გ შებოლილი ღორის ნეკნები
  • 600გ კომბოსტო
  • 400გ მწნილი კომბოსტო
  • 1 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 40გ პომიდვრის პასტა
  • 1 სტაფილო
  • 40გ პომიდვრის პასტა
  • 150გ შავი უკურკო ქლიავი
  • მარილი, კაკალი ქინძი, შავი წიწაკა
  • 2-3 დაფნის ფოთოლი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

  1. შეწვით ღორის ხორცი ზეთში.
  2. გახეხეთ სტაფილო, დაჭერით ხახვი, დააქუცმაცეთ კომბოსტო.
  3. დაუმატეთ სტაფილო და ხახვი ხორცს. მოტუშეთ ბოსტნეულის დარბილებამდე.
  4. შებოლილი ნეკნები დაჭერით ნაჭრებად. დაუმატეთ ხორცს პომიდვრის პასტასთან და მარილთან ერთად.
  5. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ მწნილი კომბოსტო. მოურიეთ. წყლის დამატება არ არის საჭირო, წვენიც საკმარისია, რაც კომბოსტოშია.
  6. მჭიდროდ დააფარეთ ქვაბს თავსაფარი და მოთუშეთ 30 წუთი.
  7. ამასობაში ცხელი წყალი დაასხით შავ ქლიავს. გაჭერით შუაზე.
  8. 30 წუთის შემდეგ ბიგოსს დაუმატეთ ქლიავი, წიწაკა, ქინძი, დაფნის ფოთოლი.
  9. ისევ მოურიეთ, დააფარეთ თავსაფარი და მოთუშეთ 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

ფუნთუშები კომბოსტოთი

ინგრედიენტები

  • 500გ მწნილი კობოსტო
  • 1 ხახვი
  • 50გ სოკო
  • 15გ საფუარი
  • 500გ ფქვილი
  • 250მლ კეფირი
  • 0,25 სუფრის კოვზი რძე
  • 1 კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 100გ კარაქი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

  1. დააქუცმაცეთ და მოხარშეთ სოკო.
  2. წვრილად დაჭერით და მოთუშეთ ხახვი.
  3. ხახვს დაუმატეთ კომბოსტო და მოხარშული სოკო. მოთუშეთ სითხის აორთქლებამდე.
  4. საფუარს დაუმატეთ შაქარი.
  5. დაუმატეთ რძე და ცოტა ფქვილი. შეინახეთ 30 წუთი.
  6. გაალღვეთ კარაქი. მარილი გახსენით სუფრის კოვზ ცხელ წყალში.
  7. კარაქს და მარილს დაუმატეთ კეფირი.
  8. მოაყარეთ გაცრილი ფქვილი.
  9. მოზილეთ ცომი და შეინახეთ 30-40 წუთი.
  10. გაყავით ცომი და გააბრტყელეთ.
  11. მოათავსეთ გულსართი და დააფიქსირეთ კუთხეები.
  12. ფორმას წაუსვით მცენარეული ზეთი და ჩააფინეთ ქაღალდი.
  13. ათქვიფეთ კვერცხის გული რძესთან ერთად და წაუსვით ფუნთშებს.
  14. გამოაცხეთ 25 წუთი 190 გრადუსზე.

კომბოსტოს ოლადები კეფირზე

ინგრედიენტები

  • 250მლ კეფირი
  • მწვანე ხახვი
  • 250გ ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 1/3 ჩაის კოვზი სოდა
  • მარილი
  • შავი წიწაკა
  • ძირა
  • ხახვი
  • 0,5 ჩაის კოვზი შაქარი
  • 100მლ მცენარეული ზეთი

მომზადება

  1. დაჭერით ორივე სახის ხახვი, გაცერით ფქვილი. აიღეთ ღრმა ჯამი, ჩაასხით კეფირი და ჩატეხეთ კვერცხი. მოურიეთ და აქციეთ ერთგვაროვნად.
  2. დაუმატეთ ფქვილი, მარილი, წიწაკა, შაქარი და სოდა. ისევ მოურიეთ.
  3. ცომს დაუმატეთ წინასწარ გამოწურული მწნილი კომბოსტო და ხახვი. მოაყარეთ ძირა. ისევ კარგად მოურიეთ. მასის კონსესტენცია უნდა იყოს იდეალური. არც სქელი და არც თხელი.
  4. ტაფაზე დაასხით ზეთი და გააცხელეთ. შეწვით კომბოსტოს ოლადები ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!

სალათი ვიტამინების ბომბა

ინგრედიენტები

  • 400გ მწნილი კომბოსტო
  • 1 ვაშლი
  • 1 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 15 ცალი კენკრა
  • 1 ლიმონის წვენი
  • ზეითუნის ზეთი

მომზადება

  1. გამოწურეთ კომბოსტო.
  2. გაასუფთავეთ, წვრილად გახეხეთ ვაშლი და სტაფილო.
  3. შეაერთეთ ინგრედიენტები.
  4. მოასხით ლიმონის წვენი და ზეთი.
  5. მოაყარეთ კენკრა.

გემრიელად მიირთვით!