იაპონური ბისკვიტისებური ოლადები, რომელიც საფუარის გარეშეც უფაფუკესია

640

იაპონური ოლადები მართლაც იდეალური საუზმეა. ბისკვიტისებური ოლადები პოზიტიური დღის გარანტიაა.

თუ საფუარიანი ცომის მოყვარული არ ხართ, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა. ეს ოლადები ნამდვილად სარესტორნო კერძია.

ხშირად შემხვედრია ასეთი ოლადები საუკეთესო რესტორნებში. დამიჯერეთ, თქვენც შეგიძლიათ სახლის პირობებში მათი უმარტივესად მომზადება.

ინგრედიენტები

  • 50გ ხორბლის ფქვილი
  • 8გ სიმინდის სახამებელი
  • 4გ გამაფხვიერებელი
  • სოდა
  • 40გ შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 50გ რძე
  • ვანილი

მომზადება

1.შეაერთეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, სახამებელი, გამაფხვიერებელი და შაქარი. განაცალკევეთ ცილა და გული, დაუმატეთ მშრალ მასას. დაასხით რძე და მოურიეთ.

2.ცილას დაუმატეთ სოდა და ათქვიფეთ ბლენდერით. ათქვეფილი ცილა დაუმატეთ ფქვილის მასას და მოურიეთ ნიჩბით.

3.ოლადები უნდა შეწვათ დაბალ ცეცხლზე თავდახურულ მდგომარეობაში. წაუსვით ცხიმი ტაფას, დაასხით ცომი. შეგიძლიათ გამოიყენენოთ საკონდიტრო წრე. ამ შემთხვევაში წრის ირგვლივ უნდა ტაფაზე დაასხით წყალი.

4.ერთი მხრიდან შემწვარი ოლადი გადმოაბრუნეთ.

გემრიელად მიირთვით!