კლასიკური იტალიურ-ფრანგული ბისკვიტი მინიმალური ცხიმით

1632

თქვენს წინაშეა კლასიკური იტალიური და ფრანგული ბისკვიტის რეცეპტი, რომელიც ცოტა კარაქს შეიცავს. ის ბევრი ნამცხვრისა და დესერტის საფუძველია.

ამბობენ, რომ ეს რეცეპტი პირველად XIX საუკუნეში პარიზელმა საკონდიტროს მზარეულმა ჩობოუსტმა გამოიყენა. მანვე გამოიგონა გატო “წმინდანის ღირსება”.

მოდით დავუბრუნდეთ ჩვენს რეცეპტს და შევუდგეთ მომზადებას.

ინგრედიენტები:

  • 100 გ ფქვილი
  • 100 გ სიმინდის ფქვილი
  • 6 კვერცხი
  • 150 გ შაქარი
  • 90 გ კარაქი (გამდნარი და ოდნავ გაცივებული)
  • 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

მომზადების წესი:

  1. გაზქურა 190 გრადუსზე გაახურეთ. ტორტის ფორმაში პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ და გვერდებზე კარაქი წაუსვით. ხორბლისა და სიმინდის ფქვილი ჯამში გაცერით.
  2. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ და ორთქლის აბაზანაზე შემოდგით. გააჩერეთ შაქრის სრულად გადნობამდე. გადმოდგით ქურიდან და თქვიფეთ გაცივებამდე. მასა უნდა გათეთრდეს და ამოფუვდეს.
  3. გამოიყენეთ სილიკონის ნიჩაბი, რომ თანდათანობით აურიოთ მშრალი ინგრედიენტები კვერცხისა და შაქრის ნარევს.
  4. 2 ჭიქა (500 გ) ცომი საშუალო ჯამში მოათავსეთ და გამდნარი კარაქი ვანილთან ერთად შეაზილეთ. ნაზად ამოურიეთ. ცომი წინასწარ მომზადებულ ფორმაში გადაიტანეთ.
  5. თუ ორ ფორმაში გადაანაწილებთ, გამოცხობას 20-30 წუთი დასჭირდება, ხოლო ერთ ფორმაში 30-40 წუთი აცხვეთ – ბისკვიტი ოქროსფერი უნდა გახდეს. 5 წუთით ფორმაში გააჩერეთ, მერე ფრთხილად შეარხიეთ და ცხაურზე გადმოაპირქვავეთ. გვერდებიდან ქაღალდი მოაშორეთ. ბოლომდე გააცივეთ.