შარლოტა ახლებურად! როგორ მოვამზადოთ ჰაეროვანი ბისკვიტი ვაშლის შიგთავსით

1005

როცა ახალი ღუმელი შევიძინე, პირველ კვირებში სულ რაღაცას ვაცხობდი. ძველ ღუმელში ტემპერატურას ვერ ვაყენებდი, წამზომზე არაფერს ვამბობ. ცომეულის რეცეპტები, რომელთაც ეს პარამეტრები სჭირდებოდა, საკუთარ საათს ელოდნენ. მაშინ ჩემი საფირმო დესერტი იყო ბისკვიტის პეროგი ვაშლით. დედა დესერტს „ახლებურ შარლოტას“ უწოდებდა.

ამ დესერტში მთავარია კვერცხი კარგად ათქვიფოთ. ამ ეტაპზე შეგიძლიათ მიხვდეთ, თუ გამოვა ბისკვიტი ჰაეროვანი და ფაფუკი. შემოწმება მარტივია: მასა სათქვეფიდან ლენტივით უნდა იღვრებოდეს და ზედაპირზე ცოტა ხნით რჩებოდა და მაშინვე არ იშლებოდეს. ორ ეტაპად ცხობის ხარჯზე შიგთავსი ცომის ქვედა ფენას არ ერევა. ასე ლამაზ ფორმას ვიღებთ და ვაშლის წვნიანობა არ იკარგება.

ინგრედიენტები:

  • 5 კვერცხი
  • 250 გ ხორბლის ფქვილი
  • 50 მლ რძე
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • 15 გ სიმინდის სახამებელი
  • 200-220 გ შაქარი
  • 120 მლ მზესუმზირას ზეთი
  • 8 გ ვანილის შაქარი
  • 7-8 ვაშლი
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • 40 მლ წყალი

მომზადების წესი:

1. საშუალო ზომის ვაშლი გათალეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ლიმონის წვენი მოასხით და 2-3 ს/კ შაქარი და დარიჩინი აურიეთ. ვაშლი საშუალო ცეცხლზე 5-10 წუთით მომზადებამდე შეწვით, შემდეგ ცეცხლს აუწიეთ და წვენი ააორთქლეთ.

2. სახამებელი წყალში გახსენით, ვაშლს დაუმატეთ, აურიეთ და კიდევ 2-3 წუთით გასქელებამდე თუშეთ. ცეცხლიდან გადმოდგით და გააჩერეთ, რომ შიგთავსი გაგრილდეს.

3. კვერცხი 150 გ შაქართან და 8 გ ვანილთან ერთად 10-12 წუთით ათქვიფეთ. ფაფუკი ღია ფერის მასა უნდა მიიღოთ.

4. წვრილ–წვრილად ოთახის ტემპერატურის რძე და მზესუმზირას ზეთი დაუმატეთ. ათქვეფა გააგრძელეთ. ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ და ცომს დაუმატეთ. ფრთხილად აურიეთ, რომ ბისკვიტმა ჰაეროვნება არ დაკარგოს.

5. 30×22 სმ საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და კარაქი წაუსვით. ცომის ნახევარი ფორმაში ჩაასხით და თანაბრად გადაანაწილეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-18 წუთით აცხვეთ.

6. ბისკვიტის ფენას ვაშლის შიგთავსი და მეორე ნახევარი ცომი დაუმატეთ. ღუმელში დააბრუნეთ და 30-35 წუთით აცხვეთ. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ.

პეროგს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ და ნაჭრებად დაჭერით. დესერტი წვნიანი შიგთავსის მქონე ფენოვან ღვეზელს ჰგავს. ბისკვიტის პეროგი იმდენად მსუბუქია, რომ წამებში მაგიდიდან ქრება.