კიტრის მწნილი კორეულად

1381

კიტრით არა მხოლოდ მწნილების მომზადება, არამედ იდეალური წასახემსის მომზადებაა შესაძლებელი ზამთრისთვის. კიტრის სალათი კორეულად ნივრითა და სტაფილოთი მზადდება და იგი ნებისმიერი სადღესასწაულო სუფრის იდეალური დანამატია.

ინგრედიენტები

  • 2 კგ კიტრი
  • 300 გრ სტაფილო
  • 10 კბილი ნიორი
  • 7 გრ საკმაზი კორეულად მომზადებული სტაფილოსთვის
  • 100 გრ შაქარი
  • 120 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 40 გრ მარილი
  • 100 მლ ძმარი

მომზადების წესი 

1. კარგად გარეცხეთ კიტრი და მოაჭერით ბოლოები, შემდეგ კი თხელ წრეებად დაჭერით.

2. გათალეთ სტაფილო და დახეხეთ სპეციალური სახეხით, ან უბრალოდ ძალიან წვრილ ზოლებად დაჭერით.

3. ღრმა თასში შეურიეთ ერთმანეთს კიტრი და სტაფილო, დაუმატეთ მარილი, შაქარი და საკმაზი, ერთი სუფრის კოვზი ძმარი, მზესუმზირის ზეთი და დაჭყლეტილი ნიორი. კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი და შეინახეთ მაცივარში 4-5 საათით, ან მთელი ღამით.

4. მოათავსეთ ბოსტნეული სტერილურ ქილებში დაახურეთ თავსახური და ჩაალაგეთ წყლიან ქვაბში ისე, რომ სითხემ ქილები ბოლომდე არ დაფაროს. ადუღეთ წყალი 10 წუთით.

5. ამოალაგეთ ქილები ქვაბიდან, მოხუფეთ და შეფუთეთ თბილ ადეალაში, სანამ ბოლომდე არ გაცივდება, შემდეგ კი ბნელ ადგილას შეინახეთ.

კორეულად მომზადებული კიტრი ძალიან უხდება კარტოფილით მომზადებულ ნებისმიერ კერძს, შემწვარ ან მოთუშულ ხორცსა და თევზს. აუცილებლად გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!