კვერცხის უგემრიელესი ძეხვები

846

კვერცხის ძეხვი – ძველი რუსული სამზარეულოს ნაწილია. მის რეცეპტებს 1842 წლის წიგნებში თუ შეხვდებით. ძეხვის მოსამზადებლად გამოყენებულია პური, ბევრი კვერცხი, ლორი, ღვინო და შაქარი.

ინგრედიენტები

  • რძე 250მლ
  • კვერცხი 2 მოხარშული 1 უმი
  • ფქვილი 2 სუფრის კოვზი
  • საფანელი
  • მარილი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

რძე და კვერცხი ათქვიფეთ და მოაყარეთ ფქვილი. მოხარშეთ მასა 8 წუთი. მზა ცომი უნდა შესქელდეს. გააგრილეთ.

მოხარშული კვერცხი დაჭერით და დაუმატეთ ცომს, მოაყარეთ მარილი. ცომი კვერცხით ამოავლეთ საფანელში და მიეცით ძეხვის ფორმა. შეწვით ზეთში და შემდეგ გადაიტანეთ ხელსახოცზე.

სრული რეცეპტის ინგრედიენტები

  • კვერცხი 6 ცალი
  • ლორი 50-70გ
  • ფქვილი 2 სუფრის კოვზი
  • ნუში, ქიშმიში, დარიჩინი, შაქარი, ცუკატები
  • თეთრი პური 1 ნაჭერი
  • მარილი
  • ღურძნის ღვინო 50მლ

მომზადება

1.გატეხეთ 6 კვერცხი. გაალღვეთ ლორი, გააგრილეთ დაუმატეთ კვერცხი. დააქუცმაცეთ ნუში, ქიშმიში, დარიჩინი, შაქარი ან ცუკატები და მოაყარეთ თეფშს.

2.ცომი მოათავსეთ ბრტყელ ზედაპირზე, მიეცით ძეხვის ფორმა და შეწვით ლორში. მოასხით ყურძნის წვენი შაქართან ერთად. გადაიტანეთ თეფშზე მოაყარეთ დარიჩინი და შაქარი.

გემრიელად მიირთვით!