კარტოფილის ნამცხვრის შეუდარებელი რეცეპტი

573

კარტოფილი ისეთი პროდუქტია, რომელიც ყველას უყვარს. მე ერთი დიდი კულინარიული წიგნი მაქვს სადაც მხოლოდ კარტოფილისგან მომზადებული კერძების რეცეპტებია ტავმოყრილი. ასეთი ნამცხვარი პირველად მოვამზადე და აღფრთოვანებული დავრჩი.

კარტოფილის კორჟები კვერცხის და ყველის გულსართით. სიმჟავისთვის გამოყენებულია დამარინადებული ხახვი.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 1კგ
  • კვერცხი 5 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 5 სუფრის კოვზი
  • მდნარი ყველი 2 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • შაქარი 1,5 ჩაის კოვზი
  • ძმარი 2 სუფრის კოვზი
  • მწვანილი
  • მაიონეზი 4 სუფრის კოვზი
  • არაჟანი 4 სუფრის კოვზი
  • მარილი

მომზადება

1.გაასუფტავეთ კარტოფილი და გახეხეთ. დაუმატეთ 1-2 ჩაის კოვზი მარილი, მოურიეთ, დატოვეთ 10 წუთი. თუ ბევრი წვენი გამოუვა, მაშინ გადაღვარეთ.

2.ჩატეხეთ 2 კვერცხი და კარგად ათქვიფეთ. მოაყარეთ 4 სუფრის კოვზ ფქვილი და მოზილეთ.

3.ტაფაზე დაასხით ზეთი. მოათავსეთ 3 სუფრის კოვზი ცომი და გადაანაწილეთ. შეწვით ორივე მხრიდან.

4.დაჭერით ხახვი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი, შაქარი და ძმარი. მოასხით ცხელი წყალი და დაელოდეთ 15 წუთი.

5.კვერცხი, ყველი და ხახვი გახეხეთ. დააქუცმაცეთ მწვანილი. არაჟანს დაუმატეთ მაიონეზი.

6.ბლინს წაუსვით სოუსი, მოათავსეთ კვერცხი, მწვანე ხახვი, ყველი, მწვანილი და დააფარეთ მეორე ბლინი. ამ მეთოდით ააწყეთ ნამცხვარი.

გემრიელად მიირთვით!