იტალიურ სამზარეულოზე ვაფანატებ. სადღესასწაულოდ ხშირად ვამზადებ კალცონეს სოკოთი. ეს კერძი იმდენად ლამაზი და გემრიელია სტუმრები აღფრთოვანებულები რჩებიან.
ეს არის ჩვეულებრივი იტალიური დახურული პიცა. კალცონე სოკოთი და ლორით ძალიან გავრცელებულია იტალიაში. სხვადასხვა რეგინებში მას განსხვავებულად ამზადებენ.
ინგრედიენტები
- პიცის ცომი 2 ცალი
- პომიდვრის სოუსი 2 სუფრის კოვზი
- მოცარელა 300გ
- ქამა სოკო 70გ
- ლორი 150გ
- პომიდორი ჩერრი გემოვნებით
- პროვანსული სანელებლები გემოვნებით
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- ნიორი გემოვნებით
- ძირა გემოვნებით
მომზადება
- ცომის ორი ფენა მოათავსეთ ერთმანეთზე, გააბრტყელეთ. ზემოთა ფენის შუაგულს წაუსვით პომიდვრის პასტა, მოაყარეთ გახეხილი ყველი, დაჭრილი სოკო და ნახევარი ლორი. მოაყარეთ დარჩენილი მოცარელა, სანელებლები, მარილი და წიწაკა.
- გადაახვიეთ ზემოტა ცომი. ხოლო დაბლითა ცომი ფრთხილად ვერტიკალუად დაჭერით.
- დაბლითა ცომისგან გააკეთეთ ნაწნავი, ლორის და ცომის ხვეულები.
- გააფორმეთ პიცა პომიდვრით, ხახვით, ნივრით ყველით და სუნელებით.გამოაცხეთ 170 გრადუსზე 25 წუთი.
გემრიელად მიირთვით!