ისეთივე როგორც კიევური კოტლეტები, ოღონდ უფრო საინტერესო — ნაღებივით ნაზი დე-ვოლაი

1524

ქათმის დე-ვოლაი – ჩვენი საყვარელი, კიევური კოტლეტების ფრანგული ნათესავია. იგი ისეთივე ოქროსფერი, ხრაშუნა და მადისაღმძვრელია. უბრალოდ, იგი კარაქისგან კი არა, არომატული სოკოებისგან, შამპინიონებისგან მზადდება.
დე-ვოლაი კოტლეტების მომზადება მხოლოდ თეორიულადაა რთული: ერთხელ თუ გააკეთებთ, ყოველ ჯერზე სულ უფრო უკეთ გამოგივათ. პროდუქტის მოსამზადებლად, შესაწვავად და გამოსაცხობად, ჩვეულებრივ, 1 საათზე მეტი არაა საჭირო.
ინგრედიენტები

  • 800-900 გ ქათმის ფილე
  • 1 ც ხახვი
  • 100 გ საფანელი
  • 250 გ შამპინიონები
  • 2 ც კვერცხი
  • 150 მლ ნაღები
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება
1. გარეცხეთ სოკოები და გააშრეთ სამზარეულოს ხელსახოცით, შემდეგ დაჭერით წვრილ კუბებად, დააქუცმაცეთ ხახვიც.
2. მცენარეულ ზეთზე შეწვით ხახვი, შემდეგ დაუმატეთ სოკოც. 5-7 წუთის შემდეგ დაუმატეთ ტაფას ნაღები, მარილი და პილპილი. ამზადეთ სოუსი მანამ, სანამ არ გასქელდება. შემდეგ გააგრილეთ და შედგით მაცივარში.

3. ამავდროულად მოამზადეთ ქათმის ფილეც. დაყავით თითოეული მათგანი ორ ნაწილად, დაალაგეთ ფენებად, გაახვიეთ საკვებ ცელოფანში და დაბეგვეთ ან გააბრტყელეთ ცომის საბრტყელებელი ჯოხით.

4. ფილეს ყოველ ნაჭერზე მოათავსეთ 1-1.5 ს.კ. სოკოს შიგთავსი, გაახვიეთ რულეტი. მიღებული ფორმა ჩაალბეთ ჯერ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ საფანელში. გაიმეორეთ.

5. შეწვით კოტლეტები 2 სმ სიმაღლის ზეთში. მზა კერძი გადადეთ ჯერ ქაღალდის ხელსახოცზე, შემდეგ პერგამენტიან საცხობ ფორმაზე. შედგით კოტლეტები 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთით.

სოკოიან კოტლეტებს გარნირად მოუხდენთ კარტოფილის პიურეს, დაკონსერვებულ სიმინდს ან სალათის ფოთლებს. მიიღებთ შესანიშნავ კერძს ფრანგული ნოტებით. გემრიელად მიირთვით!