შინაურული ფხვიერი ნამცხვარი „ულეი“ თაფლით და რძით

675

რა შეიძლება იყოს სახლში გამომცხვარ ფხვიერ ნამცხვარზე უკეთესი? Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ დესერტის რეცეპტს, რომლითაც ძალიან გემრიელი და არომატული ფხვიერი ნამცხვარი გამოდის. საკმაოდ მარტივად მზადდება. სცადეთ, არ ინანებთ.

ინგრედიენტები:

  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 1 ს/კ გამაფხვიერებელი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 1 ჭიქა რძე
  • ¼ ჭიქა თაფლი
  • 170 გრ კარაქი

მომზადების წესი:

  1. რძე და თაფლი თასში აურიეთ. თაფლი სრულად უნდა გადნეს.
  2. მეორე თასში ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი აურიეთ.
  3. ცივი კარაქი კუბებად დაჭერით და ფქვილს დაუმატეთ. ხელით კარგად დასრისეთ, რომ ფხვიერ ნაფშვენი მიიღოთ. ამის შემდეგ რძის ნარევს დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მშრალი ლაქები არ დარჩეს.
  4. ცომის მოზელამდე ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ. მზა ცომი 1 სმ სისქეზე გააბრტყელეთ, მართკუთხა ფორმა მიეცით. კონვერტივით დაკეცეთ და კვლავ 1 სმ–მდე გააბრტყელეთ.
  5. კვლავ კონვერტივით დაკეცეთ და ახლა უფრო სქლად, 2,5 სმ–მდე გააბრტყელეთ.
  6. ფხვიერი ნამცხვარი ჭიქით ან მრგვალი ფორმებით გამოჭერით. საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. რბილი კუთხეები რომ მიიღოთ, ისე დააწყვეთ, რომ ნამცხვრები ერთმანეთს ცოტა ეხებოდეს. თუ ხრაშუნი გიყვართ, ფხვიერ ნამცხვრებს შორის მანძილი დატოვეთ.
  7. ზემოდან რძე წაუსვით და 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით აცხვეთ. ოქროსფერი ქერქი უნდა მიიღოთ. სუფრაზე ცოტა შეგრილებული გაიტანეთ.
  8. გემრიელად მიირთვით!