იმერული სირა-ბაჟე – კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ

2994

სირა-ბაჟე იმერული კერძია, რომელიც, როგორც ამბობენ, იმერული თავადების-წერეთლების საგვარეულო შტოს  უკავშირდება. საქონლის ჩლიქები ხაშის მოსამზადებლადაც გამოიყენება, ხოლო ამ კონკრეტული კერძისთვის ხბოს ჩლიქები და იმერული წესით, გემრიელად შეზავებული ბაჟეს სოუსია საჭირო. მოდით, ერთად მოვამზადოთ ეს შესანიშნავი კერძი.

ინგრედიენტები: 

  • საქონლის ჩლიქები – 4 ცალი
  • ნიგოზი – 200 გ
  • ხმელი ქინძი – 10 გ
  • ძირა – 10 გ
  • უცხო სუნელი – 10 გ
  • ნიორი – 2 კბილი
  • მარილი – 15 გ

მომზადების წესი:

  1. კარგად გასუფთავებულ საქონლის ჩლიქებს დაასხით იმდენი წყალი, რომ ჩლიქები დაიფაროს და მოსახარშად დადგით.
  2. ცალკე მოამზადეთ ბაჟე. გატარებული ან დაბლენდერებული ნიგოზი გაათხელეთ წყლით ისე, რომ მიიღოთ ბლანტი კონსისტენციის ბაჟე. შემდეგ დაუმატეთ ხმელი ქინძი, ძირა, უცხო სუნელი, მარილი, დაჭყლეტილი ნიორი და კარგად ამოურიეთ.
  3. ჩაასხით ბაჟე სასურველ ჭურჭელში და შიგ კარგად მოხარშული და გადაწურული ჩლიქები ჩაალაგეთ.