თურქული ტოლმა გაგისინჯავთ? – მოდით ერთად მოვამზადოთ!

1861

თურქეთში მოგზაურობის შემდეგ შემიყვარდა ეს კერძი. იქ ერთი ოჯახი გაგვიმასპინძლდა ამ კერძით და იმ მომენტიდან შემიყვარდა. უამრავი ტრადიციული კერძიდან თურქული გალუბცი ყველაზე მეტად მომეწონა. მას შემდეგ სამშუბლოში დაბრუნებულმა გადავწყვიტე მეც მოვამზადო და გავახარო მეუღლე.

თურქები ფარშს უმატებენ ბულგურს. ამ ინგრედიენტის დამსახურებით მეტად არომატული და ფხვიერი გამოდის.

ინგრედიენტები

  • კომბოსტო 1,3 ცალი
  • საქონლის ფარში 400გ
  • ბრინჯი 200გ
  • ბულგური 100გ
  • პომიდვრის პასტა 4 სუფრის კოვზი
  • ხახვი 70გ
  • ნიორი 4 კბილი
  • კარაქი 20გ
  • ოხრახუში  30გ
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • წყალი 450მლ
  • შავი წიწაკა 1,5 ჩაის კოვზი
  • მწარე წიწაკა 0,5 ჩაის კოვზი
  • მარილი 2 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 2 სუფრის კოვზი

მომზადება

1.კომბოსტოს მოაშორეთ უხეში ძირი და მიკროტალღურ ღუმელში მოათავსეთ 15 წუთი 800ვტ. დარბილებული კომბოსტო დაშალეთ. ან შეგიძლიათ მოასხათ ცხელი წყალი და ამ მეთოდით დაარბილოთ კომბოსტო.

2.სოუსისთვის ჯამში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი პომიდვრის პასტა, 1 ჩაის კოვზი მარილი, 1 ჩაის კოვზი შავი წიწაკა და შაქარი. კარგად მოურიეთ.

3.ფარშს დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, დარჩენილი პომიდვრის პასტა, ბულგური, შავი და წითელი წიწაკა, 1 ჩაის კოვზი მარილი, დაქუცმაცებული ოხრახუში, ხახვი, დარბილებული კარაქი. კარგად მოურიეთ.

4.ფარში გადაახვიეთ კომბოსტოში.

5.ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, გადაანაწილეთ გალუფცი, მოასხით სოუსი და მიიღვანეთ დუღილამდე. დააფარეთ თავსაფარი და დაბალ ცეცხლზე მოთუშეთ 60 წუთი.

გემრიელად მიირთვით!