ტორტის რეცეპტი 80-იანი წლებიდან: შოკოლადისა და არაჟნის ფაფუკი “პოლ რობსონი”, რომელიც პირში დნება

3254

დღეს, როდესაც ნებისმიერი პროდუქტის შეძენა მარტივად არის შესაძლებელი უახლოეს მაღაზიაში და ინტერნეტ სივრცე სავსეა მრავალფეროვანი რეცეპტებით, თამამად შეგვიძლია სხვადასხვა კულინარიული ექსპერიმენტების ჩატარება და უგემრიელესი კერძებისა და დესერტების მომზადება საკუთარი ხელით, რასაც გასულ 80-იან და 90-იან წლებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. ალბათ ყველას გვახსოვს შოკოლადისა და არაჟნის ძალიან ტორტი სახელწოდებით “პოლ რობსონი”, რომლითაც ჩვენი მშობლები გვანებივრებდნენ. ეს დესერტი მართლაც ძალიან ჰაეროვანი, არომატული და გემრიელი გამოდის!

ტორტმა ეს სახელწოდება უნიკალური მომღერლისა და მსახიობის, პოლ რობსონის საპატივცემულოდ მიიღო. მეტიც, შოკოლადის ბისკვიტი სიმბოლიზირებს შოუმენის კანის ფერს, თეთრი კრემი – მის მომხიბვლელ ღიმილს, ხოლო სართავი – მის ხუჭუჭა თმას.

“პოლ რობსონის” ტორტის მომზადებისას კარგად გაამახვილეთ ყურადღება ინგრედიენტებზე. ბისკვიტისთვის აუცილებლად შეაჩერეთ არჩევანი კეფირზე 2,5%-იანი ცხიმიანობით, კარაქი არავითარ შემთხვევაში ჩაანაცვლოთ მარგანინით, ხოლო კაკაო, რომელსაც რეცეპტში გამოიყენებთ, აუცილებლად უნდა იყოს მაღალხარისხიანი – სწორედ მასზეა დამოკიდებული ჩვენი ბისკვიტის ფერი და გემო. არაჟანი აუცილებლად უნდა იყოს მაღალცხიმიანი. არაჩვეულებრივი იქნება, თუ არჩევანს სახლის ნატურალურ არაჟანზე შეაჩერებთ.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამ რეცეპტში შემავალი ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ერთი ტემპერატურის (ოთახის ტემპერატურის), გარდა არაჟნისა. არაჟანი გამოიღეთ მაცივრიდან უშუალოდ მზადების დაწყების წინ.

ტორტი “პოლ რობსონი” 80-იანი წლებიდან

ინგრედიენტები:

  • ხორბლის ფქვილი – 300 გრამი
  • შაქარი – 200 გრამი
  • კვერცხი – 2 ცალი
  • სოდა – 1 ჩ.კ.
  • არაჟანი – 600 გრამი
  • ნიგოზი – 100 გრამი
  • კეფირი – 250 მლ
  • კარაქი – 80 გრამი
  • კაკაოს ფხვნილი – 2 ს.კ.
  • ვანილი – 10 გრამი
  • შაქრის პუდრი – 80 გრამი

ინსტრუქცია:

1. ღრმა ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთში კაკაოს ფხვნილი, კარგად გაცრილი ფქვილი და სოდა.

2. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი ვანილთან ერთად. ამავე მასაში ჩაამატეთ გამდნარი კარაქი და კიდევ ერთხელ კარგად ათქვიფეთ. ახლა მიღებულ ნარევში კეფირის დამატების დროა. კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ და მიღებული ერთგვაროვანი მასა ჩაამატეთ მშრალი ინგრედიენტების ნარევში. იზრუნეთ, რომ მასში მყარი მასები არ დარჩეს.

3. 23-25 სანტიმეტრიანი დიამეტრის მქონე საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ზემოდან შეაზილეთ მცირეოდენი კარაქი. მზა ცომი ჩაასხით ფორმაში და მოათავსეთ ის 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 45-50 წუთით. როდესაც ბისკვიტი გამოცხვება და ღუმელიდან გამოიღებთ, ბასრი დანის გამოყენებით მოაჭერით მას ზედა, ამობურცული ნაწილი. დარჩენილი ბისკვიტი გაჭერით 3 თანაბარ ფენად.

4. არაჟანი კარგად ათქვიფეთ შაქრის პუდრთან ერთად. დაამატეთ მასში დაბლენდერებული ნიგოზი და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.

5. თითოელ ფენას კარგად წაუსვით არაჟნის კრემი და ააწყვეთ ტორტი. დაკრემეთ მისი ზედა ნაწილი და გვერდებიც. ზედა ამობურცული ფენა, რომელიც ბისკვიტს პირველ რიგში მოვაშორეთ, დაფქვით და მოაყარეთ ზემოდან დაკრემილ ტორტს. გემრიელად მიირთვით!

შოკოლადის უგემრიელესი ბისკვიტი არაჟნის კერმთან და ნიგოზთან სრულ ჰარმონიაშია. ახლა თქვენ უკვე იცით, თუ როგორ მოამზადოთ შოკოლადის უგემრიელესი ტორტი “პოლ რობსონი”. თუ მოგეწონათ რეცეპტი, აუცილებლად ჩაინიშნეთ ის და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!