ძალიან გემრიელი კერძი, რომელიც ყოველდღიური მაგიდისთვის იდეალურია. მზადდება ხორცის გარეშე, მაგრამ სანელებლების დამსახურებით შეუდარებელი გამოდის.
ინგრედიენტები
- ბულგარული წიწაკა 12 ცალი
- კარტოფილი 7-8 ცალი
- ქამა სოკო 200გ
- ხახვი 1 თავი
- სტაფილო 1 ცალი
- პომიდორი 3 ცალი
- მცენარეული ზეთი 100მლ
- არაჟანი 2 სუფრის კოვზი
- ნაღები 100მლ
- მარილი 2 ჩაის კოვზი
- პიტნა 1 ჩაის კოვზი
- პაპრიკა 1 ჩაის კოვზი
- წყალი 200მლ
- კამა და ხახვი გემოვნებით
მომზადება
- დაჭერით ხახვი კუბიკებად, გახეხეთ სტაფილო და მოთუშეთ ზეთში 3-4 წუთი.
- დაუმატეთ დაქუცმაცებული სოკო და მოთუშეთ 5 წუთი.
- მოაყარეთ მწვანილი.
- გაასუფთავეთ წიწაკა მარცვლებისგან, გარეცხეთ და დაასხით 10 წუთი ადუღებული წყალი.
- გახეხეთ კარტოფილი, კანი მოაშორეთ პომიდორს და წვრილად დაჭერით.
- ყველაფერი მოათავსეთ ერთ ჯამში, დაუმატეთ დაქუცმაცებული მწვანე ხავი, კამა, სანელებლები და არაჟანი.
- გულსართს დაუმატეთ მოთუშული მასა და მიღებულით ამოავსეთ წიწაკები.
- ფარშირებული წიწაკა მოათავსეთ ქვაბში ჭრილით ზემოთ და დაასხით წყალი. მოაყარეთ მარილი.
- მოთუშეთ 1 საათი.
გემრიელად მიირთვით!