ბრინჯი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მარცვლეულია. ალბათ არ მოიძებნება ქვეყანა რომლის ტრადიციულ კერძებში ბრინჯით დამზადებულ კერძს ვერ იპოვით. სამწუხაროდ ბრინჯი ე.წ. “ცარიელ ნახშირწყლებს” შეიცავს რომლებიც ცხიმის დაგროვებას იწვევს.
შრი-ლანკის ქიმიური მეცნიერებების კოლეჯის მკვლევარებმა აღმოაჩნეს ხერხი, რომლის მეშვეობითაც ბრინჯი თავისი კალორიების 50%-ს კარგავს. ამგვარად მოხარშული ბრინჯის დიეტა საკმაოდ ეფექტური გახლავთ!
ბრინჯის კარგად ანაყრებს და შიმშილის გრძნობას დიდი ხნით აქრობს. მის სხვადასხვა სახეობებში მხოლოდ 0.5-დან 4.5%-მდე რესისტენტული სახამებელია. ეს სახამებელი ჩვეულებრივისგან იმით განსხვავდება, რომ მას ორგანიზმი ვერ ითვისებს და არც შაქრად იქცევა, შესაბამისად ის ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას არ იწვევს და წონაში აღარ ვიმატებთ. შრილანკელი მეცნიერების აღმოჩენილი მეთოდით ბრინჯის მომზადების შემდეგ სახამებლის სტრუქტურა იცვლება და რეზისტენტული ხდება.
ბრინჯის მომზადების წესი
1. დაიწყეთ ბრინჯის ჩვეულებისამებრ ხარშვა. როგორც კი წყალი ადუღდება მას ცოტაოდენი ქოქოსის კარაქი დაუმატეთ (ბრინჯის მასის დაახლოებით 3%). როდესაც ბრინჯი მზად იქნება, ის 12 საათით მაცივარში შედგით.
2. შრილანკელი მეცნიერების აღმოჩენილი ამ მეთოდით ბრინჯის მომზადების შემდეგ სახამებლის სტრუქტურა იცვლება და რეზისტენტული ხდება. შესაბამისად, მისი მირთმევის შემდეგ ჭარბი კილოგრამები ნაკლებად დაგემუქრებათ.