თეთრი შოკოლადისა და მარაკუიას მუსი – უგემრიელესი ნუგბარი სადილის შემდეგ მისართმევად

1104

ტროპიკული ხილის არომატით გაჯერებული ეს ნუგბარი იდეალურია სადილის შემდეგ მისართმევად, განსაკუთრებით თუ ცხარე და სანელებლებით ჭარბად შეზავებული კერძები  მიირთვით.

ინგრედიენტები: 

  • 250 გ თეთრი შოკოლადი, მსხვილად დატეხილი
  • 180 მლ მარაკუიას რბილობი, გაწურული; დამატებით – მოსართავად
  • 4 დიდი კვერცხი, ცილა და გული განაცალკევებული
  • 375 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 1 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი

ულუფა: 4

მომზადება: 20 წუთი +3 საათი გასაცივებლად

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. თეთრი შოკოლადი და მარაკუიას რბილობი მოათავსეთ თასში და ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და დადგით 3 წუთი გასაგრილებლად. დაუმატეთ კვერცხის გულები და ურიეთ, ვიდრე გაიქნება.
  2. ცალკე თასში მიქსერით ათქვიფეთ კვერცხის ცილა. ბეზე დაუმატეთ შოკოლადიან მასას და კოვზით მოურიეთ.
  3. 1 ფინჯანი (250 მლ) ნაღები მიქსერით ათქვიფეთ და შეურიეთ კრემს.
  4. მუსი თანაბრად გაანაწილეთ 4 ჭიქაში ან მომცრო ზომის თასში. თავზე დაახურეთ და მაცივარში 3 საათი მაინც გააჩერეთ.
  5. სუფრაზე მიტანის წინ ათქვიფეთ შაქრის პუდრი და დარჩენილი ნაღები, მუსის ზედაპირზე ვარსკვლავად დასვით. მუსი მორთეთ მარაკუიათი.