თევზის პაშტეტი საკმაოდ სასარგებლოა, მზადდება მარტივად, არის ძალიან გემრიელი და ამავდროულად ნოყიერი კერძი. გასტრონომია გთავაზობთ თევზის პაშტეტის საუკეთესო რეცეპტს.
ინგრედიენტები:
- ნედლი თევზი – 800 გრამი
- ლიმონი – 1 ცალი
- მწვანილი და სალათა – 200 გრამი
- ხახვი – 100 გრამი
- ზეთი – 100 გრამი
- ფრანგული ფუნთუშა – 1 ცალი
- კვერცხი – 2 ცალი
- დანაყილი ორცხობილა – 200 გრამი
- თეთრი საწებელი – 1/2 ჩაის ჭიქა
- პურის ფქვილი – 1 ½ ჩაის ჭიქა
- მარილი და შავი პილპილი – გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
- გასუფთავებული ნედლი თევზი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. მასთან ერთად გავატაროთ ხახვი და ფრანგული ფუნთუშის დამბალი გული. ავურიოთ 2 ცალი კვერცხი, ლიმონის წვენი, დავუმატოთ მარილი, შავი პილპილი და ჩავდოთ ზეთმოსხმულ და ორცხობილამოყრილ ყალიბში.
- ცალკე მოვზილოთ ფქვილის ცომი ზეთით და წყლით.
- ეს ცომი გავათხელოთ, ხუფუვით დავაფაროთ ორცხობილამოყრილ თევზის სატენს და შევდგათ ცხელ ჰაერღუმელში გამოსაცხობად.
- კარგად გამოცხობის შემდეგ მოვხადოთ ზემოდან ცომის ხუფი, პაშტეტი ფრთხილად გადავიტანოთ დიდ თეფშზე, ირგვლივ მოვასხათ თეთრი საწებელი და ამ საწებელზე მოვაყაროთ დაფშვნილი ან პატარა ნაჭრებად დაჭრილი გამომცხვარი ცომის ხუფი.
- ეს გემრიელი კერძი მოვრთოთ მწვანილით და სალათის ბოთლებით.