ვიტამინებით სავსე გარნირს ეძებთ ხორცისთვის? მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა

542

სტაფილოს ძალიან სასიამოვნო ტკბილი გემო დაჰკრავს, რომელიც ენერგიით გვავსებს. ასევე შეიცავს უამრავ ვიტამინს. ბოლო დროს ხშირად ვცდილობ კერძებში სტაფილოს გამოყენებს, ამიტომაც მოვიმარაგე მსგავსი რეცეპტები.

ინგრედიენტები

  • 600გ სტაფილო
  • 150გ კარტოფილი
  • 50მლ რძე
  • 1 სუფრის კოვზი კარაქი
  • ძირა
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.გაასუფტავეთ კარტოფილი და სტაფილო, დაჭერით.

2.სტაფილოს უფრო დიდი დრო სჭირდება მოსახარშად.

3.მოათავსეთ ბოსტნეული ქვაბში, დაასხით ცივი წყალი, დაუმატეთ სუფრის კოვზი მარილი და აადუღეთ.

4.მოხარშეთ სტაფილოს დარბილებამდე.

5.გადაასხით წყალი, დაუმატეთ კარაქი, რძე, მარილი და ძირა.

6.მასა აქციეთ პიურედ.

7.სტაფილოს პიურე ძალიან უხდება ხორცს და თევზს.

გემრიელად მიირთვით!