ეს ნამცხვარი ხაჭოს მოძულეებსაც ძალიან უყვართ! აუცილებლად დაიმსახურებთ შექებას. . .

870

დღეს ჩვენი რედაქცია საოცარი დესერტის მომზადებაში დაგეხმარებათ. ეს ტკბილეული გამოდის ნაზი, ფაფუკი, არომატული და უგემრიელესი.

მისი შიგთავსი ძალიან ჰგავს სუფლეს, მაგრამ გემო მეტად გამოკვეთილია.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 2 კვერცხი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 0,5 ჩაის კოვზი სოდა
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი გამღვალი კარაქი
  • 2-3 სუფრის კოვზი კაკაო

ინგრედიენტები ხაჭოს შიგთავსისთვის

  • 500გ საშუალო ცხიმიანობის ხაჭო
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 3 სუფრის კოვზი სახამებელი ან მანანის ბურღული
  • 3 კვერცხი

მოზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ცომი. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, დაუმატეთ არაჟანი, სოდა, კარაქი და კარგად მოურიეთ.

2.ფრთხილად მოაყარეთ კაკაო და ფქვილი, კიდევ მოურიეთ.

3.ცალკე ღრმა ჯამში მოათავსეთ შიგთავსისთვის საჭირო ინგრედიენტები. თქვენ ინდა გამოგივიდეთ კრემისებური მასა, თუ ის მშრალია დაუმატეთ 1-2 სუფრის კოვზი არაჟანი.

4.მულტისახარშ ქვაბს წაუსვით კარაქი, ჩაასხით ცომი. ცენტრში მოასხით შიგთავსი, ის თვითონ გადანაწილდება.

5.დააყენეთ “ცხობის” პროგრამაზე და გამოაცხეთ 1სთ, 15წთ.

6.გამორთეთ მულტისახარში ქვაბი და დახურულ მდგომარეობაში დატოვეთ 5-10 წუთი.

ამ დესერტის მულტისახარშ ქვაბში მომზადება განსაკუთერებით მარტივი და სწრაფი პროცესია.

თუ ასეთი მოწყობილობა არ გაქვთ, მაშინ ღუმელში გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40-50 წუთი, კარი არ გააღოთ დაახლოებით 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!