ებრაული ციმესი ხილის ჩირით: მეორე კერძიცაა, ხემსიც და დესერტიც

1733

ციმესი – უძველესი ტრადიციული ებრაული კერძია. ეს გახლავთ ხორცის მობრაწულა სტაფილოთი და ხილის ჩირით. როგორც წესი, ეს ძირითადი ინგრედიენტებია, მაგრამ დროთა განმავლობაში მომზადების ვარიანტები მრავალფეროვანი გახდა. პოლონელი ებრაელები მას უფრო ტკბილს ამზადებენ, ლიტველი ებრაელები კი ნაკლებად. ასეთი კერძი გარნირია, მას ხორცი არ აქვს, მეორე – თუ მას ხორცს დაუმატებთ, ასევე ცივი დესერტი, თუ მასში მხოლოდ სტაფილო და ხილის ჩირია.

მიჰყევით ინსტრუქციებს და მოამზადეთ ციმესის ერთ-ერთი ვარიაცია. გთავაზობთ, დაუმატოთ კარტოფილი, ხახვი და პილპილიც – ტკბილისა და ცხარეს შეხამება იდეალურია. ერთი სიტყვით, თუ მობრაწულა გიყვართ, მიაქციეთ ყურადღება ამ ორიგინალურ რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • 400 გრ საქონლის ხორცი
  • 6 ც კარტოფილი
  • 1 ც სტაფილო
  • 2 ც ხახვი
  • 6 ც გარგრის ჩირი
  • 6 ც შავი ქლიავის ჩირი
  • 8 ც ფინიკი
  • 2 ს.კ. ქიშმიში
  • 1 ც წიწაკა ჩილი
  • პილპილის მარცვლები გემოვნებით
  • 3 ს.კ. ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. შეარჩიეთ ცხიმიანი ხორცი. დაჭერით, დაამატეთ მარილი და პილპილი. გააცხელეთ ღრმა, სქელ ქვაბში ზეთი და შეწვით ხორცი.

2. დაჭერით ბოსტნეული, დაუმატეთ ხორცს.

3. დაჭერით ხახვი ალყა-ალყა, მოთუშეთ ზეთში, დაამატეთ ხორცს შემდეგ ფენად.

4. დაასხით ჩირს მდუღარე წყალი, დადგით ცოტა ხნით. შემდეგ ფინიკებს მოაცილეთ კურკები. დააწყვეთ ჩირი მეოთხე ფენად. მოასხით ზეთი.

5. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, დააფარეთ თავსახური, გამოაცხვეთ 1,5-2 საათის განმავლობაში.

მზა კერძს ფრთხილად მოურიეთ კოვზით. რაც უფრო მეტ ჩირს გამოიყენებთ, გემოც უფრო მდიდარი გამოვა. არომატული და ორიგინალური – ეს კერძი გააფართოვებს თქვენს კულინარიულ თვალსაწიერს. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!