საბჭოური პომიდვრის წვენი, რომელსაც დღემდე ვამზადებ

922

საბჭოთა პერიოდში ყველა ოჯახში მზადდებოდა. მაღაზიაში ნატურალური და ხარისხიანი წვენის შეძენა დამიჯერეთ არარეალურია. მე დღეს გასწავლით სახლის პირობებში უგემრიელესი პომიდვრის წვენის მომზადებას, რომელიც ბავშვობაში გამოგზაურებთ.

პომიდვრის წვენის ფართო წარმოება 1930 – იან წლებში დაიყო. ამ წვენის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში იწყება. 1915 წელს ამერიკაში გაჩნდა პირველი წვენსაწური.

საბჭოთა კავშირში პომიდვრის წვენი 3ლ ქილებში გამოდიოდა. ათწლეულების შემდეგ მოეწყო ქარხნები სადაც მზადდებოდა ვაშლის, მსხლის და ქლიავის წვენი.

1 ჭიქა პომიდვრის წვენის დასალევად საკმარისი იყო გასტრონომში შესულიყავით. სპეციალურ განყოფილებაში დაგხვდებოდათ ჩამოსასხმელი წვენები. სასმელი სარგებლობდა ძალიან დიდი პოპულარობით.

პომიდვრის წვენის სახლში მოსამზადებლად დაგჭირდებათ საწური და თავად პომიდორი. იდეალური იქნება ისეთი მოწყობილობის გამოყენება, რომელსაც სმუზისთვის განკუთვნილი რეჟიმი აქვს. პომიდორი უნდა იყოს მაგარი და წვნიანი.

ინგრედიენტები

  • 1 მწარე წითელი წიწაკა
  • 3-4 პომიდორი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 1 კბილი ნიორი
  • მარილი

მომზადება

გაჭერით პომიდორი 4 ნაწილად, ამოჭერით მყარი ნაწილი. გაასუფთავეთ ნიორი, მწარე წიწაკას მოჭერით ბოლო. მარცვლებისგან წიწაკის გასუფთავება არ არის საჭირო, რადგან საწური არ მისცემს მას წვენში მოხვედრის საშუალებას.

გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა მარცვლებისგანაც. დაჭერით. ინგრედიენტები მოათავსეთ საწურის კონტეინერში. მზა წვენი გადაასხით ჭიქაში, მოაყარეთ ცოტა მარილი და მოურიეთ. უგემრიელესი კოქტეილი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!