დიდებული მოშუშული ხორცი, რომელიც მაღაზიაში ნაყიდ ლორზე უკეთესია

555

ნაზი, წვნიანი და გემრიელი ხორცი! Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ შესანიშნავ რეცეპტს, რომელიც ნებისმიერი ხორცის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მოამზადეთ ძროხის, ღორის, ქათმის ხორცი და დაუვიწყარი გემოთი ისიამოვნეთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ხორცი
  • 1 ლ წყალი
  • 2,5 ს/კ მარილი
  • 1 ს/კ შაქარი (თაფლით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ)
  • 1 თავი ნიორი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 3 ბაჰარის წიწაკა
  • 1 ჩ/კ წიწაკის მარცვლების ნარევი

მომზადების წესი:

  1. თავსახურიანი ქვაბი აიღეთ და წყალი ჩაასხით. მარილი, შაქარი დაუმატეთ. ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ.
  2. სანელებლები დაუმატეთ: დაფნის ფოთოლი, წიწაკის ნარევი და ბაჰარის წიწაკა.
  3. ნივრის თავი კბილებად დაყავით და ფურცლებიანად ქვაბში დაუმატეთ.
  4. 5 წუთით ხარშეთ და ამის შემდეგ ხორცი ქვაბს დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ, ამის შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და კიდევ 20-25 წუთით ხარშეთ (ხორცის ნაჭრების სისქის მიხედვით).
  5. ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით, თავსახური დაახურეთ და გადასაფარებელში კარგად შეფუთეთ. რაც უფრო მეტი გადასაფარებელია, მით უკეთესი.
  6. ხორცი 12 საათით ჩასაშუშად დატოვეთ. 12 საათის შემდეგ ხორცი ბულიონიდან ამოიღეთ და გააგრილეთ.
  7. ხორცი მზადაა! გემრიელად მიირთვით!