დამწნილებული კომბოსტო სტაფილოსთან და ნიორთან ერთად

944

ეს რეცეპტი დედას მოვპარე, რადგან ბოლო წუთამდე არ უნდოდა მისი საიდუმოს გამხელა. დედაჩემი საუკეთესო კომბოსტოს მწნილს ამზადებდა ყოველთვის, მაგრამ რეცეპტს როველთვის მალავდა.

დღეს მე განუმეორებელი მწნილის მომზადებაში დაგეხმარებით, რომელიც თქვენ გემოს რეცეპტორებს გააგიჟებს!

ეს მწნილი სოუკეთესო გარნირია კარტოფილისთვის და ხორცისთვის.

ინგრედიენტები

  • კომბოსტო 1 ცალი
  • სტაფილო 2 ცალი
  • ნიორი 5-6 კბილი
  • კაკალი ქინძი 0,5 – 1 ჩაის კოვზი
  • წყალი 1ლ
  • შაქარი 3 სუფრის კოვზი
  • მარილი 2 სუფრის კოვზი
  • მცენარეული ზეთი 100მლ
  • ძმარი 100მლ
  • შავი წიწაკა 4-5 ცალი
  • დაფნის ფოთოლი 2-3 ცალი

მომზადება

1.კომბოსტო გაასუფთავეთ და გაჭერით 4 ნაწილად.

2.კომბოსტო მოათასვეთ ქვაბში, დაასხით წყალი და მოხარშეთ 10 წუთი. კომბოსტო გადაიტანეთ გაყინულ წყალში. წყალი როგორც კი გათბება შეცვლეთ.

3.სტაფილო გახეხეთ, ნიორი დაჭყლიტეთ. აადუღეთ 1ლ წყალი. დაუმატეთ შაქარი, მარილი, ზეთი, ძმარი, წიწაკა და დაფნის ფოთოლი. მოხარშეთ 2-3 წუთი.

4.ცხელ მარინადს დაუმატეთ სტაფილო და ქინძი. დაელოეთ გაგრილებად, კომბოსტო გადაიტანეთ შესაბამის ჭურჭელში, მოაყარეთ ნიორი და მოასხით მარინადი.

5.მარინადმა მთლიანად უნდა დაფაროს კომბოსტო, დააფარეთ თეფში და ზემოდან დააფრეთ მძიმე ნივთი. შეინახეთ გრილ ადგილას.

გემრიელად მიირთვით!