ეს რეცეპტი ბერძნულ სამზარეულოს განეკუთვნება. მათი წვნიანი, რბილი და უგემრიელესი გემო დიდხანს დაგამახსოვრდებათ!
ინგრედიენტები
- 600 გრამი ფარში
- 2 ცალი კვერცხი
- 1 ცალი ხახვი
- 2 ახალი ყაბაყი
- 3 კბილი ნიორი
- 2 სუფრის კოვზი პომიდვრის პასტა
- 3 სუფრის კოვზი დაფქული საფანელი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი
1. ყაბაყი გახეხეთ წვრილ სახეხზე, დაჭერით ხახვი და ნიორი. დაჭრილი ბოსტნეული ხორცის ფარშს შეურიეთ. ნარევს საფანელი, ტომატის პასტა და კვერცხი დაუმატეთ. დაუმატეთ სანელებლები და მარილი, კარგად გადაურიეთ.
2. მიღებული მასისგან საშუალო ზომის გუფთები მოამზადეთ, დაალაგეთ ზეთ წასმულ ჟარუნაზე.
3. ჟარუნა გაცხელებულ ქურაში შედგით და 20-30 წუთი აცხვეთ.
გუფთა ძალიან წვნიანი, რბილი და არომატული გამოდის. გემრიელად მიირთვით!