ინდაუ და წყლის წიწმატი ერთმანეთს ძალიან უხდება. ხშირად ერთად შეფუთულიც იყიდება. თუ ორივე არ გაქვთ, ერთ-ერთი მაინც გამოიყენეთ, ან სალათა სხვადასხვა სალათის ფოთლებით მოამზადეთ.
სალათისთვის:
ინგრედიენტები:
- 750 გ იხვის თეთრი ხორცი
- მარილი, შავი პილპილი
- 200 გ ინდაუ და წყლის წიწმატი
- 24 პამიდორი ჩერი
- 6 მწვანე ხახვი
საკაზმისთვის:
- 2 კბილი ნიორი
- 2 ს.კ. კოჭა
- 60 მლ სოიის საწებელი
- 90 მლ ღია ფერის თაფლი
მომზადების წესი:
- სალათა: ელექტროღუმელი წინასწარ გაახურეთ 200 გრადუსზე. იხვს კანი დაუსრისეთ და მარილითა და შავი პილპილით შეკაზმეთ. დიდ ტაფაზე, მაღალ ტემპერატურაზე ორივე მხრიდან მობრაწეთ, შემდეგ ლანგარზე გადაიტანეთ.
- სოუსი: წვრილად დაჭრილი ნიორი, გახეხილი კოჭა, სოიის საწებელი და თაფლი მომცრო ჯამში მექანიკური სათქვეფით ათქვიფეთ.
- იხვს მხოლოდ 2 სუფრის კოვზი საკმაზი გადაუსვით. შედეთ ღუმელში. შეწვით სურვილისამებრ – საშუალოდ ან ბოლომდე. მომზადებული იხვი ღუმელიდან გამოიღეთ, 5 წთ გააჩერეთ და გრძლად დაჭერით.
- სასალათეში მოათავსეთ ინდაუს და წყლის წიწმატის მწვანე ფოთლები, შუაზე გაჭრილი პამიდვრები, მწვანე ხახვის ბოლოები და იხვის თეთრი ხორცი. ჯამი მსუბუქად შეანჯღრიეთ. დარჩენილი სოუსი სალათას მოასხით და სუფრაზე მიიტანეთ.