არაჟნით მომზადებული ორცხობილა გამოდის ძალიან ნაზი და გემრიელი. მზადდება სწრაფად.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 300გ
- არაჟანი 150გ
- კარაქი 100გ
- შაქარი 100გ
- სოდა 1/2 ჩაის კოვზი
- მარილი 1/2 ჩაის კოვზი
მომზადება
- ღრმა ჯამში გაცერით ფქვილი.
- დაუმატეთ მარილი და შაქარი.
- კარაქი დაჭერით კუბიკებად.
- ხელით კარგად გადაურიეთ.
- ჯამში მოათავსეთ არაჟანი და დაუმატეთ სოდა.
- კარგად მოურიეთ.
- ფქვილის მასას დაუმატეთ არაჟნის მასა.
- მოზილეთ ცომი.
- ცომი გადმოიტანეთ ფქვილიან მაგიდაზე.
- დაარბილეთ ცომი.
- დაამრგვალეთ მზა ცომი, მოათავსეთ პაკეტში და შეინახეთ 30 წუთი მაცივარში.
- ისევ გადაიტანეთ ფქვილიან მაგიდაზე.
- გააბრტყელეთ 7-8მმ.
- ამოწერით ცომი სასურველ ფორმაზე.
- ამოეჭრილი ორცხობილა გადაიტანეთ პერგამენტით ამოფენილ ფორმაზე.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10-12 წუთი.
- მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!