გახეხილი ჟოლოს გემო დაუვიწყარია. ჰაეროვანი ტკბილეული ბავშვებსაც მოეწონება

361

ზამთრისთვის გახეხილ ჟოლოს უკურკოდ ვინახავ. ასეთი მურაბა ნაზი მუსის გემოს მაგონებს. ამ რეცეპტში ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ არაფრის ხარშვა საჭირო არაა. მინიმალური ინგრედიენტები დაგჭირდებათ. შაქრის საცობი მურაბის დიდხანს შენახვას ხელს უწყობს. Gastronomia.ge–ს რედაქცია დეტალურ ინსტრუქციას გიზიარებთ.

ჟოლო ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს. მისი დახმარებით სეზონურ გაციებას სწრაფად გაუმკლავდებით, ორგანიზმის იმუნურ სისტემას გააძლიერებთ, საერთო მდგომარეობას და გუნებას აიმაღლებთ.

თუ ჟოლოს მურაბაში წვრილი კურკები, რომლებიც ხშირად კბილებში იჩხირება არ გსიამოვნებთ, რეცეპტი თქვენთვისაა. კენკრის იდეალურ მუსს კურკების გარეშე მიიღებთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ჟოლო
  • 1,2 კგ შაქარი
  • პიტნა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. შაქარი და ჟოლო ზუსტად 1:1 თანაფარდობით უნდა აურიოთ. დანარჩენი შაქარი ზემოდან საცობის გასაკეთებლად დაგჭირდებათ, რომ კენკრა არ გაფუჭდეს.
  2. პირველ რიგში, ქილები და თავსახურები მოამზადეთ. კარგად გაასტერილეთ და სრულად გააშრეთ.
  3. ჟოლო დაჭყლიტეთ ისე, რომ პიურე მიიღოთ. თუ ბლენდერი გაქვთ, გამოიყენეთ. ახლა საცერში გადაიტანეთ და მასში გახეხეთ, რომ კურკები მოიშოროთ.
  4. სუფთა კენკრას შაქარი ულუფებად დაუმატეთ და აურიეთ. 2-3 საათით გააჩერეთ. ამ დროში შაქარი ბოლომდე გაიხსნება.
  5. 2 საათის შემდეგ ჟოლოს მასა ქილებში ჩაასხით. ჟოლოს პიტნის რამდენიმე ფოთოლი დაუმატეთ, მისი არომატი მოგწონთ. ბოლოს ჟოლოს 1 სმ ფენა შაქარი დაუმატეთ. ასე ჟოლოს დიდხანს შენახვას შეძლებთ.

ამ რეცეპტით მომზადებული ჟოლოს მუსი პატარა ქილებში გადაანაწილეთ და მაცივარში შეინახეთ. თუ უფრო დიდხანს შენახვა გსურთ, ქილების ნაცვლად გამძლე პარკები გამოიყენეთ და საყინულეში შეინახეთ.

თუ შაქრიანმა ჟოლომ დადუღება დაიწყო, გადაყრა არ იჩქაროთ. შეამოწმეთ, თუ პროცესი ახალი დაწყებულია, მაშინ პეროგი ან სასმელი მოამზადეთ. თუ კარგად დადუღებულია, მაშინ ნაყენი გააკეთეთ.