გატარებული ღვიძლი ცელოფანში გავახვიე და მაცივარში შევინახე, უკვე ერთ საათში მთელი ოჯახი

1618
გატარებული ღვიძლი ცელოფანში გავახვიე და მაცივარში შევინახე, უკვე ერთ საათში მთელი ოჯახი
გატარებული ღვიძლი ცელოფანში გავახვიე და მაცივარში შევინახე, უკვე ერთ საათში მთელი ოჯახი

ზოგიერთი დიასახლისი ღვიძლის კერძებს რატომღაც უგულებელყოფს. მაგრამ ეს ხომ ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროდუქტი არის. გთავაზობთ კარაქით ღვიძლის რულეტის მომზადებას. პიკანტური კრემისებრი შიგთავსი ნაზ ღვიძლის გემოს შეავსებს და მას აბსოლუტურად უნიკალურს გახდის.

რულეტი წვრილ ნაჭრებად ადვილად იჭრება, რომლებიც შეგიძლიათ ფენებად ერთ თეფშზე დააწყოთ. ასევე რულეტი შეგიძლიათ საუზმეზე ბუტერბროდების გასაკეთებლად გამოიყენოთ – პურის ნაჭერის რულეტის ნაჭერი დაადეთ და ჩაის ან ყავასთან ერთად მიირთვით.

ღვიძლის რულეტი

ინგრედიენტები:

  • 1.2 კგ ძროხის ღვიძლი
  • 200 გრ რძე
  • 2 ხახვი
  • 2 დიდი ზომის სტაფილო
  • 150-200 გრ კარაქი
  • 1 წითელი წიწაკა
  • 3 კბილი ნიორი
  • დაფნის ფოთოლი
  • მარილი, შავი წიწაკა, დაფქული დაფნის ფოთოლი გემოვნებით
  • რამდენიმე ცალი კამა
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი

მომზადება:

1.პირველ რიგში ღვიძლი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით და რძეში 30-40 წუთით ჩააწყვეთ, რომ სიმწარე მოაშოროთ. შემდეგ კი ქვაბში წყალი ჩაასხით და აადუღეთ.

2.მას შემდეგ რაც ღვიძლი რძეში გაიჟღინთება, მდუღარე წყლით სავსე ქვაბში გადაიტანეთ, დაფნის ფოთოლი დაუმატეთ და 20 წუთი ხარშეთ. ბოლოს მარილი მოაყარეთ.

3.წვრილად დაჭერით და მცირე რაოდენობის ზეთში ხახვი მოთუშეთ, მარილი და წიწაკა მოაყარეთ. სტაფილო მოხარშეთ.

4.მზა მოხარშული ღვიძლი 2 ხახვთან ერთად ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. თავიდან ფარში მშრალი იქნება, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მეორე გატარების შემდეგ უფრო რბილი, ნაზი და ელასტიური გახდება.

5.ცალკე გაატარეთ სტაფილო და ფარშს შეურიეთ.

6.ფარშს კოვზით აურიეთ, თქვენი გემოვნების მიხედვით მარილი, წიწაკა და დაფქული დაფნის ფოთოლი დაუმატეთ.

7.მასა ნაზი და ოდნავ სველი უნდა იყოს, სურვილის მიხედვით შეგიძლიათ 1 კოვზი მცენარეული ზეთი დაუმატოთ.

8.შიგთავსის მოსამზადებლად კარაქი ოთახის ტემპერატურაზე ჩანგლით დასრისეთ. წვრილ სახეხზე გახეხილი ან დაპრესილი ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანილი დაუმატეთ და ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.

9.ცელოფანზე ფარში გადაიტანეთ და მარკუთხედის ფორმის მსგავსად გააბრტყელეთ, ყველა მხარე დანით კარგად გაასწორეთ.

10.ფარშს ზემოდან შიგთავსი წაუსვით, დანით გაასწორეთ. კარაქის ფენა რაც შეიძლება თხელი უნდა იყოს.

11.წითელი წიწაკა წვრილ კუბებად დაჭერით და შიგთავსს ზემოდან მოაყარეთ.

12.რულეტი ფრთხილად დაახვიეთ, ცელოფანი გამოიყენეთ. თუ რულეტს ოდნავ ხვრელები ექნება, არ ინერვიულოთ, მაცივარში ყველაფერი შეეწეპება.

13.მზა რულეტი ცელოფანში მჭიდროდ შეახვიეთ და მაცივარში 4 საათით შედგით.

14.შემდეგ კი შეგიძლიათ სასურველ პორციებად დაჭრათ. უმჯობესია თუ ცეცხლზე გახურებული დანით დაჭრით. ასე რულეტი თანაბრად დაიჭრება და არ დაიფშვნება.

15.ღვიძლის რულეტი კარაქში მზად არის. გემრიელად მიირთვით!

სურვილის  მიხედვით შეგიძლიათ შიგთავსი შეცვალოთ. ზოგიერთი დიასახლისი კარაქს მოხარშულ კვერცხის გულს ან გახეხილ ყველს ურევს. რულეტის შუაგულში შეგიძლიათ მთელი მოხარშული კვერცხით ჩადოთ – დაჭრილი ძალიან ლამაზი იქნება.

ლამაზად და ეფექტურად დაჭრილი ღვიძლის რულეტი ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს. მთავარია – შიგთავსზე ექსპერიმენტების ჩატარების არ შეგეშინდეთ – ასე ყოველ ჯერზე კერძი უნიკალური იქნება!

მოგეწონათ რეცეპტი? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!