გარგარისა და ფორთოხლის სქელი ჯემი

1355

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ არა უბრალო, არამედ ოქროს ჯემის რეცეპტს! ეს უგემრიელესი დესერტი მზადდება ნათელი ფერის მქონე გარგარისა და ფორთოხლისგან. ეს ჯემი უჩვეულოდ სქელი, გემრიელი გამოდის და მას ციტრუსის დელიკატური არომატი აქვს. გარგარისა და ფორთოხლის სიტკბო აბალანსებს ლიმონის წვენის სიმჟავეს, ასე რომ, სურვილისამებრ შეგიძლიათ უფრო მეტი წვენი დაუმატოთ.

რჩევა: მოამზადეთ ჯემი არასტანდარტული კომბინაციით-დაუმატეთ ერთი მუჭა წვრილად დაჭრილი ბერძნული კაკალი მოდუღების პროცესში და 100 მლ კონიაკი სულ ბოლოს. დესერტი უჩვეულო, მაგრამ უგემრიელესი გამოვა.

ინგრედიენტები

  • 1,2 კგ გარგარი
  • 750 გრ შაქარი
  • 3 ც ფორთოხალი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი

მომზადების წესი

  1. გარეცხეთ გარგარი და გამოაცალეთ კურკები. შუაზე გაყოფილი ხილი მოათავსეთ ქვაბში.
  2. გარეცხეთ ფორთოხალი, ჩაყარეთ თასში, დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ რამდენიმე წუთით. ციტრუსი დაალაგეთ მშრალ ხელსახოცზე, ცედრა წვრილად დახეხეთ. დარჩენილი თეთრი ქერქი მოაშორეთ, ლებნებები კი დააცლკევეთ ერთმანეთისგან. მოაშორეთ მათ კანი, ხოლო დარჩენილი რბილობი დაჭერით დიდი ზომის ნაჭრებად და დაუმატეთ გარგარს.
  3. ჩაასხით ქვაბში ლიმონის წვენი, დაუმატეთ შაქარი და კარგად აურიეთ. მოათავსეთ ჭურჭელი ქურაზე და მოადუღეთ, შემდეგ დამატებით 15 წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, დრო და დრო მოურიეთ მასას.
  4. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და მასა დააბლენდერეთ, რომ მიიღოთ პიურეს კონსისტენცია. მიღებული ჯემი დაადგით ცეცხლზე და კვლავ მოადუღეთ, შემდეგ კი დამატებით 15 წუთი ადუღეთ.
  5. ცხელი ჯემი ჩაასხით სტერილურ ქილებში და მოხუფეთ. ჩააბრუნეთ ჭურჭელი, გაახვიეთ თბილ ადეალაში და დაელოდეთ, რომ გაცივდეს.

სქელი ჯემი გარგარისა და ფორთოხლისგან იდეალურია ბლინებთან, ოლადებთან, მაგარ ყველთან ან ჩაისთან. იგი საუკეთესო შიგთავსის ვარიანტია ნამცხვრებსა და ორცხობილებში. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს, სანამ გარგარის სეზონი დამთავრდება!