ეს ღვეზელი იმდენად გემრიელია, რომ მისი გასინჯვისთანავე თქვენს საყვარელ დესერტად იქცევა. ამ ღვეზელს ანალოგი არ ჰყავს და მისი მირთმევა არასდროს მოგბეზრდებათ.
ინგრედიენტები კარამელისთვის
- 120 გრამი შაქარი
- 50 გრამი კარაქი
ინგრედიენტები ცომისთვის
- 140 გრამი ფქვილი
- 12-15 ცალი გარგარი
- 2 კვერცხი
- 100 გრამი შაქარი
- 80 გრამი არაჟანი
- 70 გრამი კარაქი
- 15 გრამი ვანილი
- 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი
1. ვიწყებთ კარამელის მომზადების პროცესს, ამისთვის მისი ინგრედიენტები ერთმანეთს აურიეთ და საშუალო ცეცხლზე 5-7 წუთი ხარშეთ, მუდმივად ურიეთ!
2. კარამელი საცხობი ფორმის ფსკერზე მოასხით. გარგარი გარეცხეთ, გაყავით ორ ნაწილად და კარამელზე დაალაგეთ განაჭრელი მხარით ქვემოთ.
3. ახლა კი ცომის მომზადებას შევუდგეთ. მიქსერით ან ხელით ათქვიფეთ დარბილებული კარაქი და შაქარი გათეთრებამდე. შემდეგ დაუმატეთ არაჟანი და ვანილი და კარგად ათქვიფეთ.
4. ახლა ცომს კვერცი სათითაოდ დაუმატეთ და ყოველი კვერცხის დამატებისას კარგად ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე. ფქვილს შეურიეთ მარილი და გამაფხვიერებელი კარგად გადაურიეთ და ცომს შეურიეთ, ურიეთ საგულდაგულოდ. მიღებული ცომი კონსისტენციით არაჟანს უნდა გვაგონებდეს.
5. ცომი გარგარზე დადევით, მოასწორეთ და ქურაში 180 გრადუსზე აცხვეთ 30 – 40 წუთის განმავლობაში. მზაობას ხის ჩხირით ვამოწმებთ.
6. მზა ღვეზელი ღუმელიდან გამოიღეთ და გააგრილეთ, დააცადეთ კარამელი ბოლომდე შეიწოვოს.
7. ახლა ღვეზელი თეფშზე გადაიტანეთ და უგემრიელეს და არომატულ ღვეზელს მიიღებთ.
ღვეზელი მზად არის, გემრიელად მიირთვით! რა თქმა უნდა შეიძლება ექპერიმენტებიც ჩაატაროთ და გულსართის შიგთავსი გემოვნებით შეცვალოთ.