გამომცხვარი თევზი ლავაშში

692

ექიმები გვირჩევენ, რომ თევზი კვირაში ერთხელ მაინც უნდა მივირთვათ.

ეს კერძი თევზს ნამდვილად შეგაყვარებთ, რადგან მასში საოცარი გემოები ერწყმის ერთმანეთს. რბილი ფილე, მარინადი, სოუსი და ლავაში.

შედეგად თქვენ მიიღებთ უგემრიელეს კერძს.

ინგრედიენტები

  • თეთრი თევზის ფილე 600გ
  • ლავაში 3 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • პომიდორი 2 ცალი
  • არაჟანი 3 სუფრის კოვზი
  • მაიონეზი 2 სუფრის კოვზი
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადება

1.გაასუფთავეთ ხახვი, დაჭერით. პომიდორი დაჭერით მრგვლად, ხოლო ფილე ოთხკუთხედად.

2.მოაყარეთ თევზს მარილი, წიწაკა და დატოვეთ ცოტახანი. არაჟანს დაუმატეთ მაიონეზი.

3.დაჭერით ლავაში, თითოეულის ცენტრში მოათავსეთ ხახვი, შემდეგ თევზი, კოვზი ძმარი და პომიდორი. შეახვიეთ.

4.კერძს მოასხით სოუსი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35 წუთი.

გემრიელად მიირთვით!