ბუჟბუჟა – მარტივი საოჯახო კერძი, რომლის მომზადებასაც ოჯახის წევრები ხშირად მოგთხოვენ

1881

ბუჟბუჟა მარტივი, საოჯახო, გლეხური, სახელდახელო კერძია, რომელიც ახალი, გემრიელი ბოსტნეულისა და ღორის საუკეთესო შეთავსებაა.

ინგრედიენტები:

  • ლორი – 500 გ
  • პამიდორი – 250 გ
  • სტაფილო – 150 გ
  • ხახვი – 80 გ
  • ნიორი – 4-5 კბილი
  • ოხრახუში – 10 გ
  • ზეთი – 30 მლ
  • წყალი – 300 მლ
  • დაფქული ცხარე წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. გააცხელეთ ღრმა ტაფა, დაასხით ზეთი და ლორის საშუალო ზომის ნაჭრები შეწვით ორივე მხრიდან.

2. ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, კანგაცლილი და დაკეპილი პამიდორი, საშუალო ზომის კუბებად დაჭრილი სტაფილო და კარგად მოშუშეთ.

3. შემდეგ დაასხით წყალი და ადუღეთ, სანამ ლორი კარგად არ მოიხარშება.

4. ბოლოს კი მარილით, გახეხილი ნივრით, წიწაკითა და წვრილად დაჭრილი ოხრახუშით შეანელეთ.

გემრიელად მიირთვით!