ლებერკეზე – შედევრი ღუმელიდან, რომლითაც სტუმრებს აღაფრთოვანებთ

1072

გერმანულად ამ გემრიელობას Leberkäse (ლებერკეზე) ეწოდება, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც ღვიძლის ყველი. თავდაპირველად, რეცეპტურა მართლაც ითვალისწინებდა ღვიძლს, თუმცა მას მრავალი წელია, ხორცით ამზადებენ. “ყველი” კი იმიტომაა სახელწოდებაში, რადგან იერსახით მართლაც მაგარ ყველს ჰგავს.

ბავარიული ხორცის პური მომზადების განსაკუთრებული ტექნოლოგიის წყალობით ნამდვილი დელიკატესია. ცხელი სახით ის უხდება კარტოფილის სალათს ან კვერცხის ტაფამწვარს, ცივი სახით კი შესანიშნავი ხემსია.

აუცილებლად გამოიყენეთ ყინულის ფხვნილი მომზადებისას, რათა კერძის სწორი ტექსტურა მიიღოთ.

ინგრედიენტები

  • 400 გრ საქონლის ხორცი
  • 400 გრ ღორის ხორცი
  • 200 გრ ბეკონი
  • 2 ს.კ. სახამებელი
  • 1 ც ხახვი
  • 1 ჩ.კ. ორეგანო
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
  • 1 მწიკვი მუსკატის თხილი
  • 0,5 ჩ.კ. კარდამონი
  • 0,5 ჭიქა ზეთი
  • 250 გრ ყინული

მომზადება

1. კარგად გაასუფთავეთ ხორცი, გაატარეთ ბეკონთან ერთად. ერთგვარი მასის მისაღებად შემდეგ დააბლენდერეთ.

2. დაჭერით ხახვი, დააბლენდერეთ ყინულთან ერთად.

3. ფარშს დაუმატეთ სახამებელი, მარილი, სუნელები, დაბლენდერებული ხახვი, კარგად მოურიეთ და შედგით მაცივარში 1 საათით.

4. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი. მოათავსეთ ფარში, გაათანაბრეთ და დანით რომბებად დაჭერით ზემოდან.

5. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1 საათით.

ლებერკეზე შეგიძლიათ შემდეგნაირად მიირთვათ: დაჭერით თხელ ფენებად, შეწვით ორივე მხრიდან. დაადეთ მრგვალ ფუნთუშას, წაუსვით მდოგვი, მოთუშლი ხახვი და დაადეთ ზემოდან ფუნთუშის მეორე ნაწილი – ერთგვარი გერმანული ფასთფუდი მზადაა. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!