ეს რეცეპტი ძალიან ძველია, მაგრამ მან დროის რთულ და ხანგრძლივ გამოცდას გაუძლო. იმდენად გემრიელი გამოდის, რომ ყოველ დღე 1 ქილის გახსნა მიწევს. განსაკუთრებით მიყვარს ამ სალათში სტაფილო და ნიორი.
ყველა ბოსტნეული ხრაშუნაა, ხოლო მარინადი – საოცრად პიკანტური. ინგრედიენტების რაოდენობა გათვლილია 3ლ ქილაზე.
ინგრენდიენტები
- 300გ ყვავილოვანი კომბოსტო
- 150გ ყაბაყი
- 300გ კიტრი
- 400გ პომიდორი
- 250გ ბულგარული წიწაკა
- 150გ სტაფილო
- 100გ ხახვი
- 1 დაფნის ფოთოლი
- 5 კბილი ნიორი
- ოხარხუში
- 3გ სურნელოვანი წიწაკა
- 1,5 სუფრის კოვზი შაქარი
- 1 სუფრის კოვზი მარილი
- 60მლ ძმარი
მომზადება
1.ყველა პროდუქტი გარეცხეთ და გაასუფთავეთ. დაჭერით ბოსტნეული. ქილები ნებისმიერი მეთოდით გაასტერილეთ.
2.ქილაში მოათავსეთ მწვანილი და ნიორი. შეგიძლიათ აიღოთ ოხრახუში, ტარხუნა, სტაფილო და კამა. დაუმატეთ დაფნა და წიწაკა.
3.აავსეთ ქილები ბოსტნეულით. ბოსტნეული დაჭერით თქვენი გემოვნებით.
4.ქვაბში აადუღეთ 3ლ წყალი. ნელ-ნელა ჩაასხით ქილაში. დააფარეთ თავსახური და დაელოდეთ 15 -20 წუთი.
5.წყალი გადაასხით ქვაბში. დაუმატეთ შაქარი, მარილი და აადუღეთ. ჩაასხით ძმარი.
6.მარინადით აავსეთ ქილები და დააფარეთ თავსახური. შეფუთეთ ქილები და დაელოდეთ გაგრილებას. შეინახეთ გრილ ადგილას.
გემრიელად მიირთვით!