ბანანის ნაზი ჟელე: დესერტი, რომლის გემოც “ჩიტის რძეს” არ უდებს ტოლს

2754

გემო, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს!

ინგრედიენტები

  • 3 ც ბანანი
  • 2 ს.კ. ჟელატინი
  • 500 მლ არაჟანი
  • 100 გრ შაქარი
  • 50 გრ შოკოლადი
  • 0,5 ჭიქა წყალი

მომზადება

1. დააბლენდერეთ არაჟანი და შაქარი.

2. შეურიეთ ჟელატინი და ცხელი წყალი, დადგით ცოტა ხნით.

3. დაჭერით ბანანი კუბებად და მოათავსეთ ლამბაქებში.

4. ჩაასხით ჟელატინი არაჟნის მასაში და მოურიეთ..

5. დაასხით მიღებული კრემი ბანანს და შედგით მაცივარში 2-3 საათით.

6. მორთეთ დესერტი გახეხილი შოკოლადით.

გემრიელად მიირთვით!