თურქული დესერტი “რევანი”

716

თუ ჩემსავით აღმოსავლური დესერტების მოყვარული ხართ, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა. უგემრიელესი ნამცხვარი, ლიმონის არომატებით და შოკოლადით.

შედეგი – ფაფუკი, არომატული, ნაზი ბისკვიტი, რომელიც პირში ლღვება.

ინგრედიენტები

  • შაქარი 1,5 ჭიქა
  • ხორბლის ფქვილი 1 ჭიქა
  • მანანის ბურღული 1 ჭიქა
  • ყაყაჩო 1 ჭიქა
  • წყალი 1 ჭიქა
  • მზესუმზირის ზეთი 1 ჭიქა
  • რძე 0,5 ჭიქა
  • შავი შოკოლადი 120გ
  • ნაღები 90მლ
  • კვერცხი 3 ცალი
  • ლიმონის წვენი 2 სუფრის კოვზი
  • ლიმონის ცედრა 1 სუფრის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 10გ

მომზადება

1.ღრმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი მიქსერით.

2.ჩაყარეთ მანანის ბურღული, ყაყჩო, ჩაასხით რძე და ზეთი. კარგად მოურიეთ.

3.ცომს დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. ათქვიფეთ.

4.საცოხბ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი და წაუსვით ცხიმი. ჩაასხით ცომი და გამოაცხეთ 180 გრდუსზე 40 წუთი.

5.ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ დარჩენილი შაქარი, ლიმონის წვენი და ცედრა. მოამზადეთ საშუალო ცეცხლზე 5 წუთი. მიღებული სიროპი გამოწურეთ. მოასხით ნამცხვარს, ზედაპირი წინასწარ დაჩხვლიტეთ კბილის ჩხირით.

6.დაქუცმაცებულ შოკოლადს მოასხით ცხელი ნაღები და კარგად მოურიეთ. მოასხით ნამცხვარს და გადაანაწილეთ სილიკონის ნიჩბით.

გემრელად მიირთვით!