ბადრიჯნის სალათი კვერცხით. ხორცისგან თითქმის ვერ გაარჩევთ

1073

Gastronomia.ge-ს რედაქცია გიზიარებთ სალათის რეცეპტს, რომელიც კვერცხით და ბადრიჯნით მზადდება. ასეთი სალათი შეგიძლიათ სადღესასწაულო ან ყოველდღიურ სუფრაზე გაიტანოთ. ძალიან გემრიელია. ოჯახის წევრებისთვის მისი მომზადება აუცილებლად სცადეთ.

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 2-4 ბადრიჯანი
  • 2 ს/კ მაიონეზი ან არაჟანი
  • 1 ხახვი
  • მარილი გემოვნებით
  • 1 კონა კამა
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მარინადი ხახვისთვის:

  • 80 მლ წყალი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • ½ ჩ/კ მარილი
  • 1-2 ს/კ 9%–იანი ძმარი

მომზადების წესი:

  1. გასუფთავებული ბადრიჯანი კუბებად დაჭერით და ტაფაზე მცენარეულ ზეთში შეწითლებამდე შეწვით.
  2. მარინადისთვის ხახვი თხელ ნახევარ რგოლებად დაჭერით, შაქარი, მარილი და ძმარი დაუმატეთ, ცხელი წყალი დაასხით და გააჩერეთ.
  3. მოხარშული კვერცხი ჯერ შუაზე, შემდეგ ნახევარ რგოლებად დაჭერით.
  4. კამა დააქუცმაცეთ.
  5. გაწურული ხახვი, კვერცხი, მწვანილი, მაიონეზი ან არაჟანი აურიეთ, მარილი გემოვნებით მოაყარეთ.
  6. გემრიელად მიირთვით!