არაჟანზე დამზადებული ვაშლის პეროგის რეცეპტი დარიჩინითა და ქიშმიშით

1504

არაჟანზე დამზადებული ვაშლის პეროგის ეს რეცეპტი ჩემმა დედამთილმა გამიზიარა. პეროგი ძალიან რბილი და ფაფუკი, ხვიერი და წვნიანი გამოდის. თანაც, ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება!

ვაშლის არომატის, ქიშმიშისა და დარიჩინის კომბინაცია ცხობის დროს სახლში წარმოუდგენელ სითბოსა და სადღესასწაულო ატმოსფეროს ქმნის.

ვაშლის პეროგი

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი ვაშლის პეროგი, რომელიც ყველაზე მომთხოვნ გურმანსაც კი არ დატოვებს გულგრილს!

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 200 გრ შაქარი
  • 3 ც კვერცხი
  • 300 გრ არაჟანი
  • 250 გრ ფქვილი
  • 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 2 ც მჟავე ვაშლი
  • 100 გრ ქიშმიში
  • მწიკვით მარილი

ინგრედიენტები გასაფორმებლად

  • 20 გრ კარაქი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 3 ს.კ. ფქვილი
  • 0,5 ჩ.კ. დარიჩინი

მომზადების წესი

1. მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთს კვერცხი, შაქარი და ვანილის შაქარი, კარგად ათქვიფეთ.

2. დაუმატეთ კვერცხს არაჟანი და გამდნარი კარაქი. კარგად ათქვიფეთ მიქსერით მაღალ სიმძლავრეზე, დაახლოებით 5 წუთით.

3. ცალკე თასში შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, მწიკვით მარილი და გამაფხვიერებელი. მორიეთ და დაუმატეთ მშრალი ნაზავი თხევადს. მოზილეთ ცომი, იგი უნდა იყოს საკმაოდ სქელი.

4. ქიშმიშს მდუღარე წყალი დაასხით და 5-10 წუთით გააჩერეთ. წყალი გადაღვარეთ, ქიშმიში კი ქაღალდის ხელსახოცით გაამშრალეთ. ვაშლი თხელ ნაჭრებად დაჭერით.

5. საცხობ ფორმას წაუსვით ცოტაოდენი მცენარეული ზეთი და ჩაასხით ნახევარი ცომი. ხის კოვზით თანაბრად გადაანაწილეთ, შემდეგ კი ფორმის მთელ პერიმეტრზე ვაშლის ნაჭრები დაალაგეთ. ვაშლს კი ზემოდან ქიშმიში მოაყარეთ.

6. ვაშლსა და ქიშმიშს დაასხით დარჩენილი ცომი და კოვზით გაათანაბრეთ.

7. პეროგის გასაფორმებლად, თასში შეურიეთ ფქვილი, შაქარი, კარაქი და დარიჩინი (სურვილისამებრ). ყველაფერი ხელით პატარანამცეცებად აქციეთ. ეს ნამცეცები კი პეროგს ზემოდან მოაყარეთ.

8. პეროგი გამოაცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 45-50 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე.

სულ ესაა, პეროგი ვაშლითა და ქიშმიშით მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ეს პეროგი სწორედ ისაა, რაც შემოდგომის მყუდრო საღამოს გჭირდებათ, მეგობრებთან და ახლობლებთან საუბრისას.